ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი:”კონტემ რევოლუცია მოახდინა”

ჟურნალისტებთან საუბარში ბიანკონერის პირველმა ნომერმა აძურის თავკაცზე ანტონიო კონტეზე ისაუბრა:“მასსზე ლაპარაკი ყველაზე მარტივი საქმეა.. ჩემთვის ასეა, რადგან მასთან ერთად დიდი დრო მაქვს გატარებული. ანტონიოს გვერდით ყოველთვის უმცროსად ვგრძნობდი თავს. იგი უსაზღვროდ დიდი პროფესიონალია, რომელიც არანორმალი ენერგიით გმუხტავს. თუმცა, მხოლოდ მოტივაციით თასებს ვერ მოიგებ და შესაბამისად მწვრთნელიც მოწოდების სამაღლეზეა. თავდაპირველად მუხტი უნდა შექმნა, რომელიც სწორად განავითარო. კონტეს ამ მხრივ ნამდვილად არ ესაჭიროება ვინმეს სწავლება. იმ შემთხვევაში თუ გუნდი მზად არის შრომისთვის, მაშინ ორ თვეში მწვრთნელის ხელი აუცილებლად დაეტყობა. ჩვენმა ნაკრებმა კი მენტალიურად და პოზიტიური შედეგის კუთხით ნამდვილი რევოლუცია მოახდინა”..

“გუნდის მიზანი ევრო არენაზე? ფაქტია, თამაშიდან თამაშამდე ვპროგრესირებდით. იდეალურ კონდიციებში ვიმყოფებით, მაგრამ გადაჭრით იმის მტკიცება რომ ტურნირი აუცილებლად უნდა მოვიგოთ გადატამეტებულია.. მაგრამ, ვფიქრობ ყველაფერი გვაქვს დადებითი შედეგისთვის.

კონკრეტულ ასაკს მივაღწიე, თუმცა სისუსტეს ნამდვილად არ ვგრძნობ. პირიქით, მოტივაციის მხრივ არანაირ პრობლემას არ განვიცდი. საბრძოლო განწყობაზე ვარ. ჯერჯერობით რთულია პროგნოზირება, რამდენ ხანს გასტს პოზიტიური ტალღა, თუმცა ფაქტია ფეხბურთიდან ისევ დიდ სიამოვნებას ვიღებ.

საუბარი თითქოს კონკრეტული ციფრი დავისახე სისულელეა.. მთავარია ადამიანს სიამოვნებას ანიჭებდეს საქმე. სწორედ ასე ვგრძნობ ეხლა თავს და მანამ სანამ ფიზიკური და სულიერი შესაძლებლობები უფლებას მომცემს, მინდორს არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებ”.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
8 years ago

2018 შიც არ აპირებს წასვლას :chuvak: ასაკს რა მნიშვნელობა აქ სანამ ითამაშებს მაღალ დონეზე დარჩეს
კონტეზე რაც თქვა 100% სიმართლეა ბუფონს რო არ ეთქვა ისედაც კი ვიცოდით ბევრმა :chuvak:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x