ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ევრა:”მილანთან გამოჩნდება კრიზისი რამდენად დავძლიეთ”

ემპოლისთან ნაჩვენები სულისკვეთების გამო პატრის ევრამ შეაქო საკუთარი თანაგუნდელები.. სხვათაშორის თავად ფრანგმა ასევე გამოიჩინა თავი პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებითაც.. მან სწორედ თავური დარტყმით გაიტანა მეორე ბურთი ემპოლის კარში.. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეს კუთხურის ჩამოწოდებას მოჰყვა:

“მოდით დროებით ნუ შევხედავთ სატურნირო ცხრილს. მთავარია მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ პარტნიორებისთვის და პირველ რიგში მაისურისთვის, რომელსაც ვატარებთ. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი კურსით განვაგრძობთ სვლას, მაშინ ძალიან მალე თქვენ რეალურ იუვეს იხილავთ. მიზანი უცვლელია.. ვაჩვენოთ საჩემპიონო თამაში.. გავიმარჯვოთ ყოველ დაპირისპირებაში და ვიბრძოლოთ თითოეული ტიტულისთვის.

ბუნებრივია სატურნირო ცხრილში პოზიციების მკვეთრი გაუმჯობესებისთვის დიდი ოფლისღვრა მოგვიწევს, თუმცა სხვაგვარად არც წარმოგვიდგენია. უკვე შემდგომ მილანთან გვაქვს შეხვედრა.. სწორედ აქ ვნახავთ დავძლიეთ თუ არა კრიზისი”.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x