ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა:”ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის თასია”

ბიანკონერის გენერალური დირექტორის ჯუზეპე მაროტას განცხადებით:“მესამე პოზიცია არის მინიმალური მოთხოვნა. ფაქტია, სირთულეებს წავაწყდით ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პირველად, მაგრამ ნებისმიერ დროს საღი გონებით მუშაობაა საჭირო. კონკურენტებმა თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინეს.. ვფიქრობ, ინტერი სკუდეტოს მთავარი პრეტენდენტია. ჩვენ ნამდვილად არ დაგვიკარგავს იმედი, მაგრამ თითოეული მიზანი ეტაპობრივად უნდა იქნას მიღწეული. ჩემპიონთა ლიგის საგზური მინიმალური მოთხოვნაა”..

“ინტერი? რატომ ფიქრობთ, რომ ისინი ვერ შეძლებენ მიზნის მიღწევას? დიახ, ნერიაძურის სულ რაღაც 12 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ გაშვებული აქვს მხოლოდ 7.. ისიც ოთხი ბურთი ერთი გუნდისგან. სრულიად დამსახურებულად იმარჯვეს თითოეულ დაპირისპირებაში. შედეგად, სამართლიანად იკავებენ პირველ პოზიციას.

პირლო? მასთან იუვეს ძალიან დაახლოვდა და თავადაც განსაკუთრებულ ურთიერთობას გამოხატავს. ანდრეას ბრწყინვალედ ვიცნობ და რომც შევიდეს ასეთი სახის წინადადება, დარწმუნებული ვარ ტოჰირს უარით გაისტუმრებს.

ბედნიერი ვარ იუვეში ყოფნით.. მსურს რაც შეიძლება დიდი გამარჯვება მოვუტანო კლუბს. სკუდეტოს მოგება ყოველთვის სასიამოვნოა და მისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის თასია”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
8 years ago

….. და დეიძინე შე ბალაბანდურა!!! დაგექცათ გუნდი :down:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x