ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რანიერი:”ტურინელთათვის წლევანდელი სეზონი გარდამავალი იქნება”

კლაუდიო რანიერის მოსაზრებით ბიანკონერის მიმდინარე სეზონში ნაკლებად უნდა ჰქონდეს სკუდეტოს იმედი:”მიმდინარე სეზონში აღფრთოვანებული ვარ სარის მუშაობით და ასევე სოუზათი.. ამ უკანასკნელი მცირედი ესაჭიროება ევროპული საფეხურის დასაპყრობად და ვფიქრობ, მცირე გამოცდილების დაგროვების შემდეგ მასსაც წარმატებით დასძლევს. კალჩოში ძალზედ დაბალანსებული სეზონია და წინ კიდევ უფრო დაძაბული სიტუაცია გველის. მახსენდება წარმატებული პერიოდი რომაში ყოფნისას.. როდესაც სკუდეტომდე მცირედი დაგვაკლდა”..

“15 წუთით ადრე ჯილდო ჩვენი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ინტერმა სიენა დაამარცა და ჩემპიონობაც გაიფორმა. ყველაფერი 0-იდან დავიწყეთ და ტურნირი ერთი ამოსუნთქვით გავიარეთ.. საერთოდაც ეს პერიოდი განსაკუთრებულად მახსენდება. დღეისათვის კი ჩვენს წინაშე განსხვავებული რომაა.. მას მეტოქეობას ბევრი დიდებული კლუბი უწევს, რომელთა შორის გამორჩეულის პოვნა შეუძლებელია.

იუვენტუსი? გუნდი სეზონის წინ ყველა წამყვან ფეხბურთელს შეელია.. ბუფონის გარდა. ვფიქრობ, ისინი მიაღწევენ სატურნირო ცხრილის ზედა საფეხურებს, თუმცა ზაფხულში განხორციელებული შენაძენების შემდეგ ეს რთული იქნება. არ ღირს მათზე ფსონის გაკეთება, რადგან ალეგრის ტევესის, პირლოს და ვიდალის გარდა შარშანდელის განმეორება გაუჭირდება. შეუძლებელია ყოველ წელს იმარჯვებდე.. მიმდინარე სეზონში გარდამავალი ეტაპი იქნება”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
soni 10
8 years ago

Aba ra to rtuli iqneba rtuli aseti dawyebis da rig epizodebshi uazro gadawyvetilebebis miuxedavad shansi kidev ratqmaunda alegris magaze meti brali zevit mjdomi xalxis bralia .rtuli tamashi iqneba milantan mara mainc mougebs yvela pontshi

jjj jjj
8 years ago

ლესტერს რა კარგად მოერგო :up:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x