ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები..

გუშინდელი ემოციური დღის შემდეგ, დღეს უკვე ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. პერსონალური მადლობა ჩვენს მომხმარებელ Del_Piero-ს, რომელმაც ფეხბრუთელების შეფასებები მოამზადა სპეციალურად ჩვენი ვებ-გვერდისთვის:

ბუფონი – 5.5 – ლეგენდარული ჯიჯიც კი ზოგჯერ არადამაჯერებლად თამაშობს. დაგვიანებული ნახტომი მაკარონეს დარტყმისას.

ლიხშტაინერი – 6.5 – სასარგებლო ძრავი მარჯვენა ფლანგზე. ცოტა დააკლდა გოლის გატანამდე.

პადოინი – შეფასების გარეშე

ბარძალი – 6 – მცველი, რომელმაც მიგვაჩვია მაღალ დონეზე ასპარეზობას, ატარებს საშუალო მატჩს. დასაწყისში უჭირს მაკარონეს აგრესიულ თამაშთან გამკლავება.

ბონუჩი – 5 – მაკარონეს გოლს სათავე დაუდო მის მიერ ბურთის უზუსტო გამოტანამ. არადამაჯერებელი იყო სხვა ეპიზოდებშიც. 3 მცველზე გადაწყობის შემდეგ, უკეთესად მოქმედებდა.

ევრა – 6.5 – შესანიშნავი გოლი თავური დარტყმით, რომელმაც პრაქტიკულად გადაწყვიტა მატჩის ბედი. გვევლინება იუვეს ახალ ლიდერად.

ხედირა – 5.5 – არ არის საუკეთესო ფორმაში. ზოგჯერ თამაშობს ძალიან სწორხაზოვნად. თუმცა ყოველთვის ირჩევს სწორ პოზიციას.

მარკიზიო – 6 – მინიმალურად ერთვება შეტევებში, ძირითადად დაკავებულია წესრიგის დამყარებით.

პოგბა – 6 – რამდენიმე ფინტი და ბურთის ართმევა, იწყებს მესამე საგოლე შეტევას, მაგრამ არ გვაჩვენებს არაფერს განსაკუთრებულს – ნამდვილი პოგბას შესაფერისს.

კიელინი – 6 – მოედანზე გამოდის, როდესაც გუნდმა გადაწყვიტა 3 მცველით თამაში. მის სამფლობელოებში შესასვლელი ჩაკეტილია.

მანჯუკიჩი – 6.5 – გოლი არეულობაში და ბურთის ძელზე მორტყმა. ხორვატი გიგანტი იძლევა სიცოცხლის ნიშანწყალს. შეაქვს წვლილი დაცვაში სტანდარტული მდგომარეობების გათამაშებისას.

მორატა – 5.5 – მარცხენა ფლანგზე სირბილს, არასაკმარისი თავგანწირვით და კრეატიულობით, არ მოაქვს არანაირი სარგებელი. ესპანელს რთული პერიოდი უდგას, საჭიროა მოთმინება.

დიბალა – 6.5 – იწყებს მატჩს სათადარიგოთა სკამიდან, თუმცა ეს არ აისახება მის მონდომებაზე. იყენებს ერთადერთ საგოლე შესაძლებლობას, როდესაც ალეგრი აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას.

კუადრადო – 6.5 – აკეთებს ორ საგოლე გადაცემას, პირველ ტაიმში შეტევაში აზრიანი თამაშის ერთადერთი სულისჩამდგმელია. ზოგჯერ ზედმეტად ერთობა ინდივიდუალური ქმედებებით.

ალეგრი – 6.5 – იუვეს თამაში მოსაწყენია, მაგრამ შეიმჩნევა გარკვეული სტაბილურობა შედეგის თვალსაზრისით. თუმცა სკუდეტოსთვის ბრძოლისათვის რაღაც მეტია საჭირო.

მსაჯები:

მასსა – 5.5 – აშკარა შეცდომას უშვებს იუვეს მესამე გოლის დროს, როდესაც ვერ შეამჩნია ლიხშტაინერის თამაშგარე. დაენანა ყვითელი ბარათი ევრასათვის.

სკენონე – 5

ტასსო – 6

რიცოლი – 6

აურელიანო – 6

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi nefaridz
8 years ago

ისე კუთხური და ჯარიმები კვადრადომ ან ჰერნანესმა უნდა მოაწოდოს

zuriko vacheishvili
8 years ago

morata mis poziciaze ar atamashebs daayenos centrshi da atamashdeba

jjj jjj
8 years ago

ძაძა 9
სიმონე მეტსაც დაიმსახურებდა მოედანზე რომ გამოსულიყო :givi:

svani
8 years ago

კინკონგი მართლაც რომ ძლიერია მაგრამ არასტაბილურია. ასევე უნდა აუკრძალონ პასის 10 მეტრზე შორ დისტანციაზე გაკეთება. ბარძალი უფრო სტაბილურია წელს ვიდრე კიელო.

Di Francesco # 1
8 years ago

პირველ 3 შეფასებას რო გადავხედე კიდე ერთხელ დავაფასე კიელინი, მისი მოედანზე უბრალოდ ყოფნა დაცვის სხვა წევრებსაც და მეკარესაც მეტდ დამაჯერებლობას და სიმშვიდეს სძენს, კიელინი დიდი ლეგენდაა იუვესი და ცუდია რო ბევრი ხალხი არ აფასებს ისე როგორც იმსახურებს, ?თუმცა კარგია რო ცოტა მაინც ვაფასებთ იმაზე მეტად ვიდრე იმსახურებს, როცა ჩამოვთვლი იუვეს ლეგენდებს ათწლეულების მერე ერთერთი კიელინი იქნება :italy:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x