ელკანი:”ჩვენთვის მთავარი მხოლოდ გამარჯვებაა”
ბოლო პერიოდში იტალიურ პრესაში აქტიურად იწერებოდა ანდრეა ანიელის ფერარიში გადასვლის საკითხზე.. ზემოთხსენებული ინფორმაციის უარყოფა საკუთარ თავზე ჯონ ელკან-მა აიღო:”მას იუვეში წინ დიდი საქმეები ელის. ანდრეა ძალზედ დაკავებულია და ბედნიერი ამჟამინდელ თანამდებობაზე. მისი ხელმძღვანელობით იუვემ პროგრესიული ნაბიჯი გადადგა. რაც შეეხება უშუალოდ გუნდს.. წელს მათი დიდი იმედი მაქვს, მიუხედავად ცუდი სტარტისა. გამომდინარე იქიდან, რომ გაცილებით სერიოზული პრობლემები გვაქვს გადაგორებული, საერთოდ არ მაშინებს დღევანდელი პოზიცია. ჩვენ გამარჯვების მენტალიტეტი გვაქვს და შესაბამისად მზად ვართ ბრძოლაში დასაბრუნებლად. ფაქტია, გადაწყობამ მცირე დრო წაიყო, რაც ბუნებრივი პროცესია. ვთვლი თუ არა მესამე ადგილს მაქსიმალურ მიღწევად? ნუ გავიწყდებათ ვისსზე გვაქვს საუბარი.. იუვენტუსისთვის მხოლოდ გამარჯვებას აქვს მნიშვნელობა. დაბრუნდება თუ არა მორატა რეალში? ამ თემასთან დაკავშირებით ვერაფერს გიპასუხებთ”.
წყარო: Calcionews24
1juve
კი, იმის ძმაა, ანუ უმბერტო ანიელის შვილი იყო ის, ოღონდ ერთი დედის შვილები თუ არიან ანდრეა და ის, მაგდენი აღარ ვიცი, მარა უმბერტო ანიელის შვილი იყო, ანუ ანდრეას მამის…
მოკლედ მანდ არეული სიტუაციაა, ვისი იუვენტუსი ვის ფიატიშია ვერ გაიგებ
ჯონ ელკანი და ანდრეა ანიელი არიან ბიძაშვილ მამიდაშვილები…
ის შედარებით არასერიოზული ვინცააო რომ თქვი, ისაა ლაპო ელკანი
უფრო სწორედ ბიძად ეკუთვნის ანდრეა ჯონის.ანდრეა უმბერტოს შვილია,ჯანის ძმისშვილი.
ეს კაცი ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია იტალიაში და მსოფლიოშიც. სხვა რომ არაფერი, ჩასვრილი ფიატი ფეხზე დააყენა ძალიან მცირე დროში.
ეგია რეალური უფროსი იუვესი?
არადა ანიელი უფრო სერიოზული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს ვიდრე ეს და მისი ძმა
https://forzajuve.ge/?p=8533
გადახედე მაინც სერიოზულობა რომ არ იდგეს კიტხვის ნიშნის ქვეშ
ეს არის 2011 წლის ინფო მის შესახებ… მას შემდეგ უფრო წინ წავიდოდა მისი პერსონა
arასერიოზულობაში უფრო მისი ძმა ვიგულისხმე
vinc unდა გამხდარიყო რეალური მემკვიდრე იმის ძმაა ჩვენი ანიელი?