პერეირას და ასამოას სარეაბილიტაციო კურსი წარმატებით მიმდინარეობს
სასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება ვინოვოდან.. რობერტო პერეირა და კვადვო ასამოა სამწვრთნელო სესიებში იღებენ მონაწილეობას. ორივე მათგანმა ტრავმა რამდენიმე კვირის უკან მიიღო, თუმცა სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით მიმდინარეობს და როგორც ირკვევა ნახევარმცველებს უკვე მილანთან მატჩში შეეძლებათ მოედანზე გამოსვლა.
სხვა მხრივ კი ვინოვოს ყველაზე მეტად შეეტყო სანაკრებო პაუზა, რადგან შემადგენლობის უდიდესი ნაწილი ეროვნული გუნდების დაგეგმილ მატჩებში იღებენ მონაწილეობას.

წყარო: tuttojuve