ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალექს სანდრო:”ტურინში თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ”

“იუვენტუსი ვერასოდეს მიეჩვევა იმ პოზიციას, რომელსაც ეხლა იკავებს სერია ა-ში. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას სრულყოფილებისთვის. საბედნიეროდ ორ უკანასკნელ დაპირისპირებაში მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. ფსიქოლოგიური კეთილდღეობა სწორედ ამ ფაქტორებზეა დაფუძნებული. გამარჯვება, მხოლოდ სამი ქულა არ არის.. მას ფუნდამენტალური როლი უჭირავს დასახული მიზნის მისაღწევად. მილანი? ურთულესი ბრძოლა გველის.. მართალია როსონერიმ უკანასკნელ შეხვედრაში ვერ იმარჯვა, თუმცა მიჰაელოვიჩის გუნდი სწორ გზას ადგას და სწორედ ჩვენთან შეეცდებიან რეაბილიტირების მოხდენას. ჩემპიონთა ლიგა? სიტისთან არანაკლები დუელი გველის, თუმცა იუვენტუსის მიზანი ჯგუფიდან გასვლა იყო და შესაბამისად ყველაფერი უნდა გავიღოთ დავალების შესასრულებლად”..

“ტურინში თავს როგორც სახლში ისე ვგრძნობ.. აქ თითოეული ადამიანი გეხმარება უმოკლეს ადაპტაციაში. ასე მაგალითად ნეტო ის პიროვნებაა, ვინც იტალიური ენის შესწავლაში მეხმარება.

ყველაზე არაორდინალური ფეხბურთელი? დიბალა.. მისი ვარჯიშის ყურება ერთი სიამოვნებაა. დარწმუნებული ვარ არგენტინელი უმოკლეს პერიოდში გახდება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. მასში უდიდესი ნიჭია და ვფიქრობ, იუვეა ის ადგილი სადაც სრულად გამოამჟღავნებს პოტენციალს.

მიუხედავად რამდენიმე ჭორისა, ბედნიერი ვარ საკუთარი არჩევანით. მე ხომ იმ გუნდში ვაგრძელებ მონაწილეობას, რომელსაც მუდამ ვქომაგობდი. ხოლო იტალიური ლიგა ერთ-ერთი საუკეთესო გათამაშებაა, სადაც იოლი მეტოქე ბუნებაში არ არსებობს. მითუმეტეს ჩემპიონის წინააღმდეგ ყოველთვის გაორმაგებული ენერგიით იბრძვიან.

ცალკე აღნიშვნის ღირსია პატრის ევრა.. იგი რობერტო კარლოსთან ერთად ჩემი კუმირია.. თუმცა, მთავარი ძალა და ქარიზმა სწორედ ჩემში იმალება.. მას კი საჭირო ენერგიით ოჯახის წევრები ამარაგებენ”– განაცხადა ბრაზილიელმა განაპირა მცველმა ალექს სანდრომ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giorgi kasrashvili
8 years ago

გაიხარე, შEნი დიდი იმედი მაქვს… კარგია რო. ევრასთან კარგ ურთიერთობაშია დ. იცის რომ გაისად ძირითადის იქნება…

მე რუგანი მაღელვებს და გავაფრენ ეს ბიჭი რომ გაუშვან. გაისად უკვე ბარძალი აღარ იქნება და რუგანის წასვლა იქნება? რაის ბენატიაო ხოარ აკაჩავებენ ესენი ან ზუნიგაო კიდე!!!

jek17
8 years ago

მიდი ალექსა,მაგარი უნდა გახდე ძაან

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x