ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ელკანი:”ჩვენთვის მთავარი მხოლოდ გამარჯვებაა”

ბოლო პერიოდში იტალიურ პრესაში აქტიურად იწერებოდა ანდრეა ანიელის ფერარიში გადასვლის საკითხზე.. ზემოთხსენებული ინფორმაციის უარყოფა საკუთარ თავზე ჯონ ელკან-მა აიღო:”მას იუვეში წინ დიდი საქმეები ელის. ანდრეა ძალზედ დაკავებულია და ბედნიერი ამჟამინდელ თანამდებობაზე. მისი ხელმძღვანელობით იუვემ პროგრესიული ნაბიჯი გადადგა. რაც შეეხება უშუალოდ გუნდს.. წელს მათი დიდი იმედი მაქვს, მიუხედავად ცუდი სტარტისა. გამომდინარე იქიდან, რომ გაცილებით სერიოზული პრობლემები გვაქვს გადაგორებული, საერთოდ არ მაშინებს დღევანდელი პოზიცია. ჩვენ გამარჯვების მენტალიტეტი გვაქვს და შესაბამისად მზად ვართ ბრძოლაში დასაბრუნებლად. ფაქტია, გადაწყობამ მცირე დრო წაიყო, რაც ბუნებრივი პროცესია. ვთვლი თუ არა მესამე ადგილს მაქსიმალურ მიღწევად? ნუ გავიწყდებათ ვისსზე გვაქვს საუბარი.. იუვენტუსისთვის მხოლოდ გამარჯვებას აქვს მნიშვნელობა. დაბრუნდება თუ არა მორატა რეალში? ამ თემასთან დაკავშირებით ვერაფერს გიპასუხებთ”.

წყარო: Calcionews24

10 thoughts on “ელკანი:”ჩვენთვის მთავარი მხოლოდ გამარჯვებაა”

  1. 1juve

    კი, იმის ძმაა, ანუ უმბერტო ანიელის შვილი იყო ის, ოღონდ ერთი დედის შვილები თუ არიან ანდრეა და ის, მაგდენი აღარ ვიცი, მარა უმბერტო ანიელის შვილი იყო, ანუ ანდრეას მამის…
    მოკლედ მანდ არეული სიტუაციაა, ვისი იუვენტუსი ვის ფიატიშია ვერ გაიგებ :lool:

    ჯონ ელკანი და ანდრეა ანიელი არიან ბიძაშვილ მამიდაშვილები…
    ის შედარებით არასერიოზული ვინცააო რომ თქვი, ისაა ლაპო ელკანი

  2. ეს კაცი ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია იტალიაში და მსოფლიოშიც. სხვა რომ არაფერი, ჩასვრილი ფიატი ფეხზე დააყენა ძალიან მცირე დროში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.