ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი ფსონს კუადრადოზე აკეთებს

La Stampa-ს მტკიცებით მასიმილიანო ალეგრიმ საკუთარი ფსონი ხუან კუადრადოზე გააკეთა, რითაც ხელმძღვანელობას ფაქტიურად მოსთხოვა მისი დაუყონებლივ გამოსყიდვა. მაროტა მუშაობს ამ მიმართულებით და მაქსიმალურად ცდილობს სატრანსფერო ღირებულების დაკლებას. ფაქტია, კოლუმბიელმა ტურინში სულ სხვა ფეხბურთი აჩვენა.. მის გარეშე ბიანკონერის ძალზედ უჭირავს შემტევ ფაზაში. ვინოვოზე დარჩენილ მცირე რიცხოვან მოთამაშეებს შორის კუადრადოც არის, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარა საკუთარ ნაკრებს. ალეგრი კი მას და დანარჩენს აქტიურად იყენებს მილანთან მოსამზადებელი ეტაპისთვის. მწვრთნელიც და ფეხბურთელებიც გამალებით ემზადებიან მეტად მნიშვნელოვანი დაპირისპირებისთვის, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სკუდეტოსთვის ბრძოლაში.. აქ საუბარი უფრო მეტად არის ბრძოლაში დაბრუნებაზე, რადგან იუვეს საკმაო ქულები აქვს განიავებული. მასიმილიანო ალეგრის მოსაზრებით კი კუადრადო ტურინელთა მთავარი იარაღი გახდება..

წყარო: tuttojuve

8 thoughts on “ალეგრი ფსონს კუადრადოზე აკეთებს

  1. საინტერესოა … ბერნანდესკის არც ახალგაზრდულში იწვევენ და არც ეროვნულში …არადა დღეს ყველაზე ნიჭიერი იტალიელი ახალგაზრდაა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.