ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატჩი მილანთან – ბრძოლა სკუდეტოსთვის ან იმედგაცურება..

მას შემდეგ რაც კლუბმა სერია ა-ში ორი ზედიზედ მოპოვებული გამარჯვება იზეიმა, გაჩნდა იმის რეალური იმედი რომ ტურინელები მოახერხებენ სკუდეტოსთვის ბრძოლას. თუმცა, ამისთვის აუცილებელია საშობაო პაუზამდე ქულათა მაქსიმუმს მოუყარონ თავი. წინ ალეგრის გუნდს 5 მძიმე მატჩი აქვს გასამართი.. მილანთან დაპირისპირებით განახლდება სერია ა, რის შემდეგაც ორი მძიმე გასვლაა პალერმოსთან და ლაციოს, საშინაო მატჩი ფიორენტინასთან და ბოლოს კარპისთან. მისია ნამდვილად რთული უდგას მოქმედ ჩემპიონს, მაგრამ თუ რეალურად სურს სიტუაციის გამოსწორება, მაშინ უკან დასახევი გზა მოჭრილია. მთავარია ალეგრის კრებულმა სწორედ ლიდერებთან შეხვედრაში მოახერხოს წარმატების მიღწევა.. ეს კლუბს ფსიქოლოგიურ სტაბილურობას შესძენს, რაც გამარჯვების საწინდარია. იტალიაში უამრავი რიგითი ტიფოზი თუ სპეციალისტი თვლის, რომ მილანთან მოახლოებული დაპირისპირება იქნება გადამწყვეტი სკუდეტოსთვის ბრძოლაში.

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x