ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კანდრევა:”მსგავს ანგარიშს არ ვიმსახურებდით”

გუშინდელ შეხვედრაში იტალიელთა რიგებიდან თავი ლაციოს შემტევმა ნახევარმცველმა ანტონიო კანდრევამ გამოიჩინა, რომლის მოსაზრებით აძური არ იმსახურებდა მსგავსი ანგარიშით მარცხს:“ძალზედ იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან ნამდვილად კარგი მატჩი ჩავატარეთ და არ დაგვიმსახურებია მეორე ტაიმში გაშვებული ორი ბურთი. მე რომ შემეძლოს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება, მაშინ ბელგიელთა მეკარეს დავასახელებდი. მან დღეს საოცრებები ჩაიდინა. ეხლა უკვე ჩვენი ფიქრები რუმენთთან მოახლოებულ დაპირისპირებას ეკუთვნის, რომელიც სამშაბათს გაიმართება. თითოეული დაპირისპირება გაკვეთილია, ხოლო გამოცდის ჩაბარება ევროპის ჩემპიონატზე მოგვიწევს. პარიზი? მატჩის მსვლელობისას შევიტყვეთ.. ეს საშინელებაა. ჩემი ინფორმაცით დაღუპულთა რიცხვი კიდევ იზრდება, რაც ბუნებრივია სიტუაცია კიდევ უფრო დრამატულს ხდის”.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x