მარკიზიო:”ბელგია მოახლოებული ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია”
პარიზის მოვლენების პარალელურად იტალიის ნაკრები ბელგიაში ამხანაგურ მატჩს მართავდა. პირველ ნახევარში ანგარიში 1-1 იყო, თუმცა საბოლოო ჯამში მასპინძლებმა მაინც მოახერხეს აძურის დამარცხება ანგარიშით 3-1:“მარცხი არასოდეს არის სასიამოვნო.. მიუხედავად იმისა იყო თუ არა ეს ამხანაგური რანგის დაპირისპირება. თუმცა, მისგან შეგვიძლია კარგი გაკვეთილის აღება, რომელიც სამომავლოდ დიდ დახმარებას გაგვიწევს. შედეგს კანონზომიერად მივიჩნევ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც გვქონდა რეალური შანსები, მაგრამ მათი მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ბელგია, რომ მოახლოებული ევროპის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია ყველამ ვიცოდით და ვფიქრობ, მათ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს”. მატჩის 39-ე წუთზე შეხვედრა მცირე ხნით შეწყდა, რათა ეიზელის ტრაგედიის შედეგად დაღუპული 39 ქომაგის ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ:“ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება ის ტრაგედია, რაც ეიზელზე დატრიალდა”.
წყარო: football-italia