ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#Forzaშეკრება – ერთად ვუყუროთ მილანთან მატჩს!

საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც უშუალოდ ForzaJuve.Ge-ს ორგანიზებით ჩვენი ფან-კლუბი შეიკრიბა. შესაბამისად, საიტის ადმინისტრაციამ მივიღეთ გადაწყვეტილება აღვადგინოთ “შეკრებები” და მატჩების ერთად ყურების ტრადიცია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე ბართან, რომელიც გვიმასპინძლებს “იუვენტუსი” – “მილანი”-ს მატჩზე. შეხვედრა როგორც იცით გაიმართება 21 ნოემბერს თბილისის დროით 23:45-ზე.

ამ ტრადიციის აღდგენა იქნება ჩვენი ფან-კლუბის ერთ-ერთი იმ ნაბიჯთაგანი, რომელსაც სისტემატიური ხასიათი მიეცემა. ჩვენ უახლოეს პერიოდში რამდენიმე სასიამოვნო სიურპრიზს შემოგთავაზებთ და იმედი გვაქვს მეტად აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ ForzaJuve.Ge-ს განვითარებაში.

დადგა დრო, როდესაც ფან-კლუბი უნდა გაცდეს ვებ სივრცეს და მიიღოს გაცილებით აქტიური და მაშტაბური სახე. Forza Juve! Fino Alla Fine! გთხოვთ, კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია შაბათს დაგეგმილ შეკრებაზე.

24 thoughts on “#Forzaშეკრება – ერთად ვუყუროთ მილანთან მატჩს!

  1. ადგილთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ და ორი დღის ვადაში შეგატყობინებთ. ერთი რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ ადგილი იქნება თბილისის ცენტრალურ უბანში.

  2. რატომღაც ყველას ავიწყდება რომ ForzaJuve.Ge შეკრებებს, თამაშის ორგანიზებას და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას აწ :vaime: ყობდა ჯერ კიდევ 2010 წელს :) ასე რომ ჩვენ უბრალოდ ძველ ტრადიციას აღვადგენთ :) :forza:

  3. კი აუცილებლად :) პრიორიტეტული ზუსტად ცენტრალური ადგილებია რომ არავის გაუჭირდეს არც მისვლა და შესაბამისად არც წამოსვლა :)

  4. კიდევ ერთხელ ვიმეორებ :) ჩვენი ვებ გვერდი არის 6 წლის და აქტიურად აშუქებდა იუვესთან დაკავშირებულ სიახლეებს წლების მანძილზე. სტაბილურად და შეფერხების გარეშე :) ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით გვაქვს უფლება განვავითაროყ საიტი ისე როგორც ჩავთვლით საჭიროდ. არანაირი დაპირისპირება ან რაიმე გაუგებრობა და ძალიან გთხოვთ ხელოვნურად ნუ ქმნით დაძაბულობას. იუვეს გულშემატკივარი კი თბილისში და საქართველოში ერთ და ორ კი არა უამრავ ადგილას შეიკრიბება და შეღებავს შავ-თეთრად ყველაფერს რასაც შეეხება :)

    პ.ს. მადლობა ერთგულებისთვის და სულ მალე შეგატყობინებთ შეკრების ადგილს.

  5. კაი იდეაა, მილანთან ვიგებთ 2-0 ს

    აქამდე არ ვყოფილვარ იუვეს თამაშზე ფანკლუბის წევრებთან, ამიტომ გაგიცნობთ ნელ-ნელა ხალხს და თან იუვეს ქომაგობა კაი იქნება ერთად.

    დაპოსტეთ წინასწარ სად მოეწყობა შეკრება

  6. კაი იდეაა, მილანთან ვიგებთ 2-0 ს

    აქამდე არ ვყოფილვარ იუვეს თამაშზე ფანკლუბის წევრებთან, ამიტომ გაგიცნობთ ნელ-ნელა ხალხს და თან იუვეს ქომაგობა კაი იქნება ერთად.

    დაპოსტეთ წინასწარ სად მოეწყობა შეკრება

  7. იუვენტუსის ფანკლუბი არაა იტალიის ნაკრების ფანკლუბი, სადაც სერია ა-ში მოასპარეზე სხვადასხვა კლუბების გულშემატკივრები არიან და შეიძლება ერთად ,,არსებობა” გაუჭირდეთ..და აქ რა ხდება ვერ ვხვდები…იმიტომაა ძლიერი ტურინული გრანდის ფანკლუბი, რომ ერთად საოცარი მხარდაჭერით ,,ინგრეოდა” ბარაკონი მის თამაშებზე…სსხვა ყველაფერი სრულდება ამ ემოციის, განცდის და ამ სიყვარულის წინაშე..სხვა ყველაფერი არ უნდა გახდეს სალაპარაკო…რადგან ეს არის იუვენტუსი..ეს არის ერთი დიდი სიყვარულის ისტორია…..თბილისში 2 ადგილას იკრიბება იუვეს ფანკლუბი? ეს რაღაც არ მესმის…

  8. ცოტანი კი არა ძალიან ბევრნი ვართ ) და თუ მაგაზე მიდგა პირველი შეკრებები ჩვენ დავიწყეთ ))

    პ.ს. ყველა იუვენტინოს ძალიან დიდ პატივს ვცემ უბრალოდ საჭიროდ ვთვლი ჩვენი საიტის, ბრენდის ცოტა ზემოთ წამოწევას :) ეს არის და ეს :)

  9. ჩვენი საიტი 6 წელია არსებობს და მემგონი ესეც საგულისხმო ფაქტია :) არავინ არავის არ ეყოფა ჩვენ ჩვენ გეგმები და მიზნები აქვს :) რაც შეეხება ასეთი სახის მოწოდებებს რომ არავინ არსად დაგინახოთო აი ეს უკვე არ არის ლამაზი ) რაც შეეხება მარკოზას ახლობლობას ეს საერთოდ უადგილოა ) მარკოზამ ძალიან კარგად იცის ვინ არის დათო ჯიშკარიანი :)

  10. დათკა ჩემო კარგო რაღაც გაუგებრობასააქვს ადგილი მემგონი იუვეს პანკლუბი ამ ეტაპზე კრომაბხერში ვიკრიბებით და ორად გავიყოთ თუ რა ხდება ? შენც მინახიახარ ბარაკონში და იმათთან აღარ ახლობლობ ცალკე გასვლა მემგონი ტეხავს მაგრად :juvee:

  11. შესაბამისად ეს იქნება მშვენიერი საშუალება ყველამ.. თითოეულმა ჩვენთაგანმა გავიცნოთ ერთმანეთი :forza:

  12. 21 ნოემბერს და რაც შეეხება ადგილს ამ ინფორმაციას გაცნობებთ მაქსიმუმ 2-3 დღეში :)

    მიმდინარეობს რამდენიმე ბართან მოლაპარაკებები და რომელიც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს ჩვენი ტიფოზერიისთვის, სწორედ მათზე შევაჩერებთ გძელვადიან არჩევანს :) :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.