ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი პარიზში მომხდარ ტრაგედიაზე..

“სამწუხაროა, როდესაც ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი. არადა გუშინ თავად მივაგეთ პატივი ეიზელის ტრაგედიის დროს დაღუპული გულშემატკივრებს ხსოვნას. ეს არის საშინელება, რომელსაც გაერთიანებული ძალებით უნდა ვებრძოლოთ. როდესაც პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში შევედით და ინფორმაცია მოვისმინე უბრალოდ გავოგნდით.. წარმოიდგინეთ ოჯახი მიდის საღამოს მშვიდ გარემოში გასატარებლად და უცბად ასეთი ტრაგედია ხდება.. მიჭირს იმ ემოციებზე საუბარი, რომელიც გამოვცადე კადრების ნახვისას. ამაზრზენია იმის გათვითცნობიერება, რომ ქუჩაში გასულს შესაძლოა მსგავსი ინციდენტი შეგეხოს”– განაცხადა ლეონარდო ბონუჩიმ, რომელიც პარიზში დატრიალებულ კატასტროფას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ გუშინ საფრანგეთის დედაქალაქში 6 მძლავრი აფეთქება მოხდა, რომელსაც ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. აფეთქების პარალელურად მიმდინარეობდა ამხანაგური დაპირისპირება საფრანგეთსა და გერმანიის ნაკრებებს შორის, რომელიც უმალვე შეწყდა.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x