ForzaJuve.Ge: 21 ნოემბერს #Forzaშეკრება
21 ნოემბერს ტურინის “იუვენტუსის” ქართული ფან-კლუბი ForzaJuve.Ge იკრიბება “იუვენტუსი” – “მილანი”-ს შეხვედრაზე. უკანასკნელი დღეების მანძილზე საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ფაქტს.. ნეგატიურიც და პოზიტიურიც. კომენტარის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებთ ნეგატიურ კონტექსტზე, უბრალოდ გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ვებ გვერდი ფუნქციონირებს 2009 წლიდან და ამ ხნის მანძილზე აქტიურად, სტაბილურად და კრეატიულად ასრულებდა იუვენტუსის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზებას ჩვენს ქვეყანაში. მითუმეტეს გაიხსენეთ ეს ის პერიოდია, როდესაც გუნდი ზედიზედ მე-7 ადგილს იკავებდა, თუმცა ამას ჩვენს მოტივაციაზე და სამუშაოს ხარისხზე არ უმოქმედია. ჩვენთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტული გულშემატკივრებისთვის ინფორმაციის სწრაფი მიწოდება, საიტზე კომფორტული და პოზიტიური გარემოს შექმნა. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენ 2010 წლისთვის უკვე ვახორციელებდით შეკრებებს.. ვმონაწილეობდით სხვადასხვა საფეხბურთო ჩემპიონატებზე და სხვათაშორის არცთუ ურიგოდ. დღეისათვის კი გვსურს ForzaJuve.Ge-ს როგორც ბრენდის მეტი პოპულარიზება, ცნობადობის გაზრდა და რესურსის მომატება. ჩვენი მიზანია საიტი გახდეს მოწინავე საქართველოში ინფორმაციის ოპერატიულობის, ხარისხის და რაოდენობის კუთხით. დიდი მადლობა ყოველ თქვენთაგანს ერთგულებისთვის. Fino Alla Fine !
გულშემატკივრებს, რომლებიც აპირებთ და გსურთ მოსვლა გთხოვთ გაიზიაროთ ჩვენი აქცია #Forzaშეკრება და გამოგვიგზავნოთ სურათები :)
აქ არავინ ხართ?
ნაკრების თამაში არსად არის?
ჩVენების ტანჯვას არ აჩVEნებენ?