ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვე” ლონდონში ოსკარისთვის?

იტალიური გამოცემების ცნობით, “იუვენტუსის” სპორტუილი დირექტორი ფაბიო პარატიჩი ლონდონში იმყოფება “ჩელსისთან” ოსკარის თაობაზე მოსალაპარაკებლად. ბებერი ქალბატონი ჯერ კიდევ ზაფხულში დაუკავშირეს ბრაზილიელ ფეხბურთელს. Tuttosport იუწყება, რომ შესაძლებელია 24 წლის ბრაზილიელს მისცენ უფლება, დატოვოს გუნდი, რადგან, როგორც ცნობილია, მაურინიოს გუნდის გადაწყობა სურს. გარდა ამისა, თვითონ ფეხბურთელის ფასი დაეცა ზაფხულის შემდეგ და ახლა მისი შეძენა “იუვენტუსს” დაახლოებით 30 მლნ ევრო შეიძლება დაუჯდეს. ამასთან, ტურინულ კლუბს და ოსკარის წარმომადგენლებს შორის საკმაოდ დადებითი ურთიერთობაა. “ჩელსის” და “იუვენტუსის” წარმომადგენლები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ კუადრადოს მომავალზე სასაუბროდ და დიდია ალბათობა, რომ ეს იყოს შანსი ოსკარის თაობაზე სერიოზული მოლაპარაკების დასაწყებად.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bandala
8 years ago

მივესალმები ამ კაცს ტურინში!!!! :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x