ლიპი: “მონტელას დიდი დრო არ დასჭირდება”
“იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მარჩელო ლიპი სერია ა-ზე საუბრობს და მოხიბლულია “ნაპოლის” და “ფიორენტინას” თამაშით: “ნაპოლი” და “ფიორენტინა” – ეს გუნდები მომწონს ყველაზე მეტად. ეს სწოერდ ის გუნდებია, სადაც მწვრთნელებს (სარის და სოუზას შესაბამისად) ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდათ ყველაზე მოკლე დროის განმავლობაში. მათ დაარღვეს კლიშე, რომ დიდი დროა საჭირო ეფექტის და შედეგის მისაღწევად. მონტელა “სამპდორიაში”? ვფიქრობ, მასაც არ დასჭირდება დიდი დრო, სამპდორია კარგია ტექნიკურად“. ვეტერანი მწვრთნელი გამოეხმაურა უეფა-ს გადაწყვეტილებას, არ შეცვალონ ევრო 2016-ის ჩატარების ადგილი და ტურნირი ჩატარდეს საფრანგეთში. “ევროპის ჩემპიონატის განრიგი არ უნდა შეიცვალოს არავითარ შემთხვევაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია შიშის გარეშე და ეს არა მხოლოდ ფეხბურთში.”
წყარო: Football Italia
ეს უნდა მოვიდეს შემდეგ სეზონში და მერე ნამდვილად მექნება ლიგის მოგების იმედი,ამას ვერ გაუბედავენ ფეხბურთელების გაყიდვას ადვილად და ფეხბურთელებსაც ადვილად მოიზიდავს,ავტორიტეტია ლიპი