ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვინოვო Live:

თბილისის პარალელურად აქტიური მზადება მიმდინარეობს ტურინში, ვინოვოზე მილანთან დაპირისპირებისთვის. თუმცა, ალეგრის განკარგულებაში კვლავინდებურად არ არიან ნაკრების ფეხბურთელები. უკვე ხვალ კი დიბალას და კასერესის გარდა ყველა საწვრთნელ ბაზაზე იქნება. რაც შეეხება უშუალოდ მეტოქისთვის მზადებას, საგულისხმოა რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე ალეგრი 4-3-3 ტაქტიკურ მოდულს ამუშავებდა. შედეგად უნდა ვივარაუდოთ, რომ ბიანკონერის თავკაცი არ შეცვლის ძირეულად ხედვას და მიჰაელოვიჩის გუნდს სამი შემტევით შევუტევთ. ჟურნალისტების მოსაზრებით კუადრადოს და დიბალას მინდორზე ხილვა ყველაზე მოსალოდნელია და რაც შეეხება ცენტრალურ თავდამსხმელს.. აქ, მორატას არასასურველ ფორმაში ყოფნა გარკვეულ ეჭვებს ბადებს.. უკვე ხვალ და ზეგ მეტად ნათელი გახდება, თუ ვისზე აპირებს ფსონის გაკეთებას ტოსკანელი წარმოშობის სპეციალისტი.

წყარო: Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x