ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი, ლიხტშტაინერი და მანჯუკიჩი ტურინში ტრავმებით დაბრუნდნენ

 ტურინის “იუვენტუსს” “მილანის” წინააღმდეგ მატჩში შესაძლოა ჯანლუიჯი ბუფონი, მარიო მანჯუკიჩი და შტეფან ლიხტშტაინერი დააკლდეს.ბიანკონერების კაპიტანმა მცირე დაზიანება რუმინეთთან შეხვედრაში მიიღო და ჯერ-ჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა იგი შაბათისთვის გამოჯანმრთელებას.შვეიცარიის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ავსტრიასთან დაპირისპირების მე-18 წუთზე იძულებით შეცვალეს, მისი თამაში როსონერისთან სამედიცინო შემოწმების შემდეგ გადაწყდება.მანჯუკიჩს კი პრობლემა რუსეთთან შეხვედრაში შეექმნა, მარცხენა მუხლზე.მის მდგომარეობას შაბათამდე ტურინელი ექიმები დააკვირდებიან და გადაწყვეტენ, ღირს თუ არა ხორვატის მოედანზე შეშვება.

წყარო : Football Italia

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.