ლიხტშტაინერი და მანჯუკიჩი მატჩისთვის მზად არიან
სასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება ვინოვოდან. ალეგრის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელების უმრავლესობა ინტენსიურ წვრთნებს გადის.. მათ შორის არიან მარიო მანჯუკიჩი და სტეფან ლიხტშტაინერი.. შედეგად საშიშროება, რომ თითქოს ზემოთხსენებული ორი ფეხბრურთელი სერიოზულად იყო დაშავებული გაქარწყლდა. ასევე მზად არის დაპირისპირებისთვის იუვეს კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი, რაზეც უკვე შეიტყობდით ჩვენი ვებ გვერდიდან. რაც შეეხება სავარაუდო ტაქტიკურ მონახაზს.. ჟურნალისტების მტკიცებით ალეგრი 4-3-3 მოდულით იასპარეზებს. დაცვაში შვეიცარიელი მცველის ნაცვლად ალბათ მაინც ბარძალი გამოჩნდება.. შესაძლოა მაქსმა თავი დაიზღვიოს და დასვენების საშუალება მისცეს სტეფანს. დანარჩენი წევრები კი ყველასათვის ნაცნობნი არიან.. ბონუჩი, კიელინი ევრა.. ცენტრში პოგბა, მარკიზიო და ხედირა.. თავდასხმაში კუადრადო, მანჯუკიჩი და მორატა.. დიბალა კარგ ფორმაშია, თუმცა უახლოეს დღეებში გუნდს სიტისთან უწევს მნიშვნელოვანი შეხვედრა და შესაძლოა ალეგრიმ იგი მეორე ტაიმისთვის შემოინახოს, რადგან ზუსტად გადანაწილდეს ახალგაზრდა ფეხბურთელის ძალები.
წყარო: Tuttosport