ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პედულა:”მანჯუკიჩს უნდა აგრძნობინონ, რომ იგი მნიშვნელოვანი ფიგურაა”

სავარაუდო შემადგენლობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ერთიანი აზრი არ არის ჩამოყალიბებული. წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე არც ალეგრის შეუწუხებია ამ მხრივ დიდად თავი. ამასობაში ალფრედო პედულა მარიო მანჯუკიჩის გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე აკეთებს კომენტარს.. პოპულარული აპენინელი მიმომხილველის მტკიცებით ხორვატმა ტურინში მნიშვნელოვან წევრად უნდა იგრძნოს თავი:“გარკვეულ ეტაპზე, როდესაც მის სიტუაციას ვუყურებ ლუკა მოდრიჩი მახსენდება.. რეალში გადაბარგებული ნახევარმცველი თავდაპირველად საკუთარი ადგილის ძიებით იყო დაკავებული. მარიოსთვის მთავარია, რომ მისი ირწმუნონ და აგრძნობინონ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კლუბისთვის. ატლეტიკოდან სწორედ ამიტომ წამოვიდა, რომ იქ მანჯუკიჩმა ვერ იგრძნო სათანადო ნდობა. ჩემი აზრით იგი დღევანდელ იუვენტუსს მეტ სარგებელს მოუტანდა ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე, უბრალოდ საჭიროა გუნდმა მეტად იმუშავოს ხორვატზე და მის შესაძლებლობებზე”.

წყარო: Sportitalia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x