ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელები სიტისთვის ემზადებიან..

იუვე ნონ-სტოპ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ამჯერად რიგში ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩი დგას. იუვე არენას მანჩესტერ სიტი ესტუმრება, რომელმაც ისარგებლა იტალიელთა ორი ფრით და პირველ პოზიციაზე გამყარდა. მიუხედავად ამისა, ძნელად თუ წარმოუდგენია ვინმეს იუვენტუსის ვერ გასვლა მომდევნო ეტაპზე. ალეგრი ბრძოლისუნარიანად არის განწყობილი და გუნდს გამარჯვებისკენ მოუწოდებს, თუმცა ჩვენთვის ასევე საინტერესოა თუ რა ხერით შეეცდება ტოსკანელი თავკაცი ამის მიღწევას..

მილანთან მატჩში იუვეს ლაზარეთს კიდევ ორი ფეხბურთელი ანდერსონ ჰერნანეში და პატრის ევრა შეუერთდნენ. პლეიმეიკერის გარეშე დარჩენილ მაქს კი სავარაუდოდ 3-5-2-ზე ან 4-3-3-ზე მოუწევს არჩევანის შეჩერება. წინასამატჩო მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად იტესტებოდა მოდული, სადაც ერთბაშად იმყოფებოდნენ მინდორზე ალექს სანდრო და ხუან კუადრადო. სავარაუდოდ, მწვრთნელი სამი შემტევით დაიწყებს მატჩს და ინგლისელთა კარს დიბალა, მორატა და კუადრადო დაემუქრებიან. ამ ეტაპზე ფაქტია, რომ ეს წინა ხაზის ტრიო ყველაზე ოპტიმალურია, რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენ ზონებზე.. ტრავმების ეპიდემიის გამო ალეგრის შემადგენლობის როტაცია ყოველ მეორე მატჩში უწევს.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
8 years ago

მიხედეთ მერე ტრამვიანობას,ვერ ხვდებით რო რაღAცის ბრალია ეგ?

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x