ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

21 ტრავმა.. კრიზისის მიზეზი ნაპოვნია?

21.. შესაძლოა ზუსტად ამ 21 ციფრის გამო ვართ მძიმე სიტუაციაში სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით. მართალია მილანი დავამარცხეთ და პროგრესირებას ვაგრძელებთ, თუმცა თითოეული მატჩი ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელის დაკარგვას ნიშნავს. ამჯერად ტრავმები მიიღეს ევრამ და ჰერნანეშმა. ბრაზილიელს კუნთის ტრავმა აღენიშნება და მინიმუმ სამი კვირით დაისვენებს. ხოლო ხედირამ უშუალოდ მატჩის წინ იგრძნო დისკომფორტი. ისმის კონკრეტული კითხვა.. კი მაგრამ რატომ ხდება ეს ყოველივე ასე მაშტაბურად? ბუნებრივია კითხვის მიმართულება სამწვრთნელო შტაბისკენ იღებს გეზს. გავიხსენოთ კონტეს ეპოქა.. ანტონიოს მუშაობის რეჟიმი ისე აწყობილი, რომ ყველაზე “პრობლემატური” პირლოც კი მინიმუმ მატჩებს აცდენდა. ალეგრიმ უკვე დააფიქსირა ამასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია:”ფეხბურთში წინასწარ რაიმეს პროგნოზირება საკმაოდ რთულია. მითუმეტეს, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვაქვს საუბარი. ფეხბურთი ძალზედ განვითარდა და დატვირთვებმაც მაქსიმუმს ზღვარს მიაღწია”. თუმცა, გუნდი რომელიც მოქმედი ჩემპიონია და ეხლა მეექვსე ადგილს იკავებს, თითოეული ფეხბურთელის ყოლა მნიშვნელოვანია, ხოლო ასეთ ვითარებაში, როდესაც 90 წუთის შემდგომ 1-2 მოთამაშეს კარგავ ნამდვილად ვერ აისახება დადებითად. 21 დაფიქსირებული დაშავება მიმდინარე სეზონში.. ალეგრი, კი მაგრამ რა ხდება?

წყარო: tuttosport

2 thoughts on “21 ტრავმა.. კრიზისის მიზეზი ნაპოვნია?

  1. ერნანეში დაგვემტვრა ხალხო:-( ვაიმე რაღა გვეშველება:-( როგორი მრავალმხრივი ფეხბურთელი და კლასი აქვს :mrgreen:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.