რეალი მორატას არ ივიწყებს..
ევროპული პრესის მტკიცებით “პსჟ”-ს ხელმძღვანელობამ კრიშტიანო რონალდოს კვირაში 355 000 ევრო შესთავაზა ანაზღაურები სახით, რაც ერთი სეზონის მანძილზე 19.5 მილიონ ევროს უდრის. თუ ეს გარიგება მართლაც შედგა და პორტუგალიელმა კარიერა საფრანგეთში განაგრძო, მაშინ მადრიდული პრესის ინფორმაციით ალვარო მორატა აუცილებლად დაბრუნდება სანტიაგო ბერნაბეუზე. პერეს მისი გამოსყიდვა მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე 30 მილიონ ევროდ შეუძლია. ფაქტია, მოახლოებული ზაფხული ცხელი იქნება იუვეს ხელმძღვანელობისთვის არამარტო ტემპერატურის კუთხით, არამედ სატრანსფერო საქმიანობითაც, რადგან ევროპული გრანდები ფაქტობრივად ნადირობენ მათ მოთამაშეებზე. უპირველესყოვლისა საუბარი ეხება პოლ პოგბას და ალვარო მორატას..
წყარო: Calciomercato
მორატა უნდა დაიკეროს როგორმე,პოგბა და დიბალა რო არ გაიყიდება ეგ მჯერა რატომღაც,ასევე სანდრო,მაგ ფლაგზე ამ ეტაპზე ამაზე კაი პრსპექტიული მგონი არ არსებობს ბუნებაში
ეჰ მოჯი გვყავდეს ეხლა,აქეთ ვინადირებდით,სერიოზულ ტოპ ტრანსფერებს გავჩარხავდით.არაუშანს,დგ დროც მალე მოვა