ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხელმძღვანელობა ალეგრისგან ტრავმების თაობაზე პასუხს ელის..

მასიმილიანო ალეგრის მხოლოდ შედეგების გამო არ სთხოვენ პასუხს.. იტალიური პრესის მტკიცებით ხელმძღვანელობამ ამომწურავი პასუხი მოითხოვა გუნდში უხვი ტრავმიანობის გამო. ფაქტობრივად ყოველ მეორე მატჩში რომელიმე იუვენტინო კუნთის დაზიანებით ეთიშება მწვანე მინდორს. მიმდინარე სეზონის არასახარბიელო სტარტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სწორედ საკადრო პრობლემებია. უახლოეს პერიოდში მასიმილიანო ალეგრის იუვეს პირველ პირებთან მოუწევს ზემოთხსენებულ კითხვებზე დეტალური პასუხის გაცემა. გამოითქვა საფუძვლიანი ეჭვები სამწვრთნელო პროცესის თაობაზე და ზუსტად მისი გადახედვა უნდა მოხდეს უმოკლეს პერიოდში. კონტეს ეპოქის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იუვენტუსი მსგავსი რაოდენობის ტრავმებს შეხვდა..

წყარო: Calcionews24

3 thoughts on “ხელმძღვანელობა ალეგრისგან ტრავმების თაობაზე პასუხს ელის..

  1. ამ მანჯუკიათი არ შეიდო ამ ალეგრიმ ბლად. ახლა ეს გაიხადა მეორე ცოლი რა, პადოინი და ეგ. ამ კაცს უხარია 10 კაცით თამაში? მაზოხისტი ხარ შენი…

  2. გაიხსენეთ ალეგრის დროინდელი მილანი,ზუსტად იგივე ხდებოდა :down: ამოვიდა ყელში ამ კაცის უაზრო გამოხტომები,მოიყვანონ ვინმე ჯიგარი სულს და გულს რო დადებს იუვესთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.