ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია
“ევრასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ჩამოვყალიბებულვარ. მან მოირჩინა ტრავმა, თუმცა იასპარეზებს თუ არა იგი ან ალექს სანდრო ამაზე მოგვიანებით ვიფიქრებ. მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის და კოცენტრირება მასსზე უნდა მოვახდინოთ. პარალელურ შეხვედრას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს. მის შედეგზეც ვართ დამოკიდებულნი”..
“უმჯობესია სიტის ბოლოდროინდელ ფეხის დაცდენებზე თუ არ გავაკეთებთ აქცენტირებას. იუვე არენაზე ჩვენს წინააღმდეგ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი წარსდგება, რომელთა რიგებშიც ფენომენალური ფეხბურთელები ირიცხებიან. ლივერპულთან დაპირისპირებას ვუყურე, მაგრამ რაიმე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ. მითუმეტეს მაშინ როდესაც თავად 15-16 ადგილიდან დავიწყეთ პროგრესირება.
პოგბას და ტურეს შედარება? ხშირად მომისმენია, წამიკითხავს და მინახავს.. თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე რომელიც 10 წლით უფროსია და გამოცდილია პოლზე.. ია-ია ნამდვილი ჩემპიონი და ვარსკვლავია, ხოლო პოგბას ყველაფერი წინ აქვს. მთავარია აღებული კურსიდან არ გადაუხვიოს და შრომა განაგრძოს.
თავდასხმა? ოთხი ფეხბურთელია ჩემს განკარგულებაში და ვფიქრობ, მათგან ორი დაიწყებს სასტარტოში. შესაძლოა სამ ფორვარდიანი ტაქტიკითაც ვითამაშოთ და კუადრადო გამოვიყენოთ ზონებს შორის.. დაცვაში კი 3 ფეხბურთელითაც და 4-ითაც შეგვიძლია თამაში. დიბალა? არ მსურს კომენტირება იმაზე მეშინია თუ არა მისი დაყენება ძირითადში ან პირიქით სათადარიგოთა სკამზე დატოვება. ეხლა მას მნიშვნელოვანი პერიოდი უდგას და ყოველი სიტყვა დაფიქრებას მოითხოვს. შექებაც კი.. არგენტინელი პროგრესირებს და მთავარია მის გარშემო მშვიდი ატმოსფერო იდგას, რადგან მაქსიმალურად სწრაფად განვითარდეს.
მანჯუკიჩი? მერწმუნეთ ჩემპიონატის ბოლომდე არაერთხელ გაგვახარებს. შესაძლოა ეხლა დიბალა საუკეთესო ფორმაშია, თუმცა თავდამსხმელი მაქსიმალურად ცდილობს მინიმალური შესაძლებლობების გამოყენებას ნებისმიერ სიტუაციაში.
ფაქტია, სასტარტო ჩავარდნის შემდეგ იუვენტუსი უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში შევიდა. გაუმჯობესება გვმართებს, მაგრამ 10 ახალი ფეხბურთელის მომენტალური ინტეგრირება გუნდში და თან ისე, რომ მან სუპერ შედეგი “დადოს” ძალზედ რთულია. ჩემპიონთა ლიგაზე სერია ა-სგან განსხვავებით სიტუაცია უკეთესად გვაქვს, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია. თუ რეალურად გვსურს მომდევნო ეტაპზე გასვლა ამისთვის მანჩესტერული ბარიერია დასაძლევი. მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი კომფორტულად გავაგრძელებთ სვლას ჩვენი ევროპული მიზნისკენ”.
Ukve mizania ligis mogeba da ara ocneba da egec kargia
