ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელები რუგანისთან დამშვიდობებას გეგმავენ

იტალიური კლუბები განაგრძობენ “ნადირობას” დანიელე რუგანის ხელში ჩასაგდებად. ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ფაქტობრივად არ გამოჩენილა მინდორზე მიმდინარე სეზონში. ერთი პერიოდი ჯუზეპე მაროტა მასთან დაკავშირებით მცირე კომენტარს აკეთებდა:”რუგანი ჩვენი მარგალიტია და მასთან განშორებას არ ვაპირებთ”. თუმცა, იტალიური მასმედიის მტკიცებით ტურინში შეარბილეს ტონი და მზად არიან ნიჭიერი ფეხბურთელი არენდის წესით გაასხვისონ. ვადა, რომლითაც იტალიის მოქმედი ჩემპიონები ტრანსფერს დათანხმდებიან, არის მიმდინარე სეზონის ბოლომდე. დღეისათვის დანიელეს ხელში ჩაგდების მთავარი პრეტენდენტი არის გენუის სამპდორია. ნაპოლი და ფიორენტინა ასევე გამოხატავენ სურვილს, თუმცა იუვეს მათთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს და შესაბამისად რთულად წარმოსადგენია მაროტამ მათთან დაამყაროს კონტაქტი.

წყარო: tuttojuve

7 thoughts on “ტურინელები რუგანისთან დამშვიდობებას გეგმავენ

  1. კომანის ადგილი ვერ მოიძებნეს და ტიპი სასტავს თამაშობს ბაერნში… არ მითხრათ ახლა იქ არაა დიდი კონკურეციაოო… ახლა რუგანის გასხვისება იწყება ამასაც ვინმე აგვახევს

  2. მარტო იუვეს კი არა მთელ იტალიას უყვარს ეს სირთულეები, მაგრამ ჩვენთან ეხლა სხვა თემაა )) ფსიქოლოგიური მუღამის ამბავში უნდათ რომ გადააბან მოგებები და ნაკლები წნეხი შეუქმნან საკუთარ თავს. თითოეული ფრეც კი კრიტიკის ქარ ცეცხლია და უნდა მოერიდონ ეხლა მასეთებს.

  3. ეგრე ჯობია სეზონის ბოლომდე სათამაშო პრაქტიკა მაინც ექნება, მერე ალბათ ბარძალის შეცვლის, თუმცა ხანდახან პადოინის და კასერესის მაგივრად რომ ეთამაშებინათ არ დაიქცეოდა ქვეყანა ორივეზე ნიჭიერია :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.