ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”მორატას სკამზე დატოვების გადაწყვეტილება ორი დღით ადრე მივიღე”

მატჩისშემდგომ კომენტარში მასიმილიანო ალეგრი-მ მისი გუნდის ტაქტიკურ მონახაზზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ორი დღით ადრე მიიღო:

“ფრიად ნასიამოვნები ვარ ბიჭების ასპარეზობით. ძალზედ რთულია მსგავს გუნდთან, თავის საუკეთესო კუთხით წარმოჩენა და ჯგუფში კვალიფიკაცია. მნიშვნელოვანი იყო კარის მშრალად შენარჩუნება. ნამდვილად კმაყოფილი ვარ შეგირდების გარჯით, რომლებმაც მრისხანე მეტოქეს სათანადო ფეხბურთი შესთავაზეს. საჭიროა სრულყოფილებისკენ სწრაფვა და მატჩის სხვადასხვა სცენარის კონტროლი. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენს შემადგენლობაში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ირიცხება და მათთვის გამარჯვება ერთადერთი მისაღები შედეგი უნდა გახდეს.

გადაწყვეტილება მორატასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ორიოდე დღის უკან მივიღე. ესპანელის თვისებები მეორე ტაიმში მესაჭიროებოდა, როდესაც სიტი ფიზიკურად დაიღლებოდა. სანდრომ ბრწყინვალედ იასპარეზა და საერთოდაც მის ტრანსფერს ფანტასტიკურად მივიჩნევ. ბუნებრივია ფეხბურთელს ადაპტაციისთვის გარკვეული დრო ესაჭიროება.. შეუძლებელია უბრალოდ მოხვიდე შენთვის უცნობ გარემოში და მომენტალურად აჩვენო მაღალი დონის თამაში. იგი ხარისხიანად ირჯებოდა როგორც შეტევაში ასევე დაცვაში, მაშინ როდესაც ევრა საკუთარი გამოცდილების ხარჯზე შედეგის გარანტს იძლეოდა გარკვეულ მატჩებში.

დიბალა პროგრესირებს.. სწრაფი ნაბიჯებით.. დღეს ის უკვე მეტად პროდუქტიულია ნახევარმცველებთან ასპარეზობისას. მისგან ზუსტად მეორე ფორვარდის თვისებების დახვეწას ველი. მეორე მხრივ კი მორატა სწავლობს თუ როგორ უნდა იმოქმედოს ცენტრალურმა ნახევარმცველმა”.

ჯანლუიჯი ბუფონ-მა “მანჩესტერ სიტისთან” მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ “იუვენტუსს” ნებისმიერ გუნდთან შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. “დღეს დავამტკიცეთ, რომ მაღალი კლასის გუნდი ვართ და შეგვიძლია ვიბრძოლოთ და დავამარცხოთ ნებისმიერი გუნდი, ალბათ გამონაკლისი “ბარსელონა” და “ბაიერნია” მაინც“. ეს იყო ჯიჯის მე-100 თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, ისევე როგორც პატრის ევრასთვის. “ჩემს ასაკში ერთადერთი გზა, რომ გაძლო და დარჩე ამ სპორტში, არის ის, რომ მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ მხრებზე აიღო.”

 

კლაუდიო მარკიზიო-მ ჩემპიონთა ლიგის გუშინდელი თამაშის დამთავრების შემდეგ აღნიშნა, რომ მისი გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის ტიტული ყველაზე მნიშვნელოვანია. “ეს არ იყო მარტივი თამაში და გამარჯვება. ჩვენ შეგვეძლო კიდევ ერთი გოლი გაგვეტანა, მაგრამ ამავე დროს, შეიძლებოდა გოლი მიგვეღო კიდეც საკუთარ კარში. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ, ჩვენ მცირე შანსები მივეცით მეტოქეს და 90 წუთის მანძილზე ძალიან მწვავედ ვთამაშობდით. ევროპა “იუვეს” სახლი უნდა გახდეს და ყველას უნდა სჯეროდეს ამის. ვინც ახლა შემოუერთდა კლუბს, უნდა ესმოდეთ, რომ”იუვენტუსისთვის” ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანია“.

ბიანკონერის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტა-მ შეაქო მასიმილიანო ალეგრი და მისი გუნდი სიტისთან ჩატარებული მატჩის შემდეგ:“დღეს, ალეგრიმაც და ზოგადად გუნდმაც ნამდვილად დაიმსახურა შექება. სეზონის დაწყებისას მიზნად დავისახეთ იანვრისთვის ორი შედეგის მიღწევა.. ერთ-ერთი იყო სუპერ თასის მოპოვება, ხოლო მეორე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ სტადიაზე ასპარეზობის უფლება. შედეგად, ჩვენი ევროპული თავგადასავალი ძალზედ ნაყოფიერად ვითარდება. უკვე, ხვალიდან (ინტერვიუ მატჩის შემდეგ ჩაიწერა) დავიწყებთ ფიქრს პალერმოსთან მოახლოებულ მატჩზე”..

“შემადგენლობაში რამდენიმე გამორჩეული ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც იუვენტუსის მომავალთან არიან დაკავშირებულნი. დიბალა? ჩვენ უდაოდ ნიჭიერ თავდამსხმელზე ვსაუბრობთ, რომელიც განაგრძობს პროგრესირებას. ბუნებრივია ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა შანსებს დიდი სიფრთხილით და დაკვირვებით ვიყენებთ.

მანჯუკიჩი? სამწუხაროდ მას კუნთთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და უმჯობესია თუ სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებას დაველოდებით”.

 

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
zuriko vacheishvili
8 years ago

moratam kargat itamasha gushi ubralod cota ar gaumartla

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x