ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა:”კმაყოფილი ვარ გუნდის ასპარეზობით”

ბიანკონერის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ შეაქო მასიმილიანო ალეგრი და მისი გუნდი სიტისთან ჩატარებული მატჩის შემდეგ:“დღეს, ალეგრიმაც და ზოგადად გუნდმაც ნამდვილად დაიმსახურა შექება. სეზონის დაწყებისას მიზნად დავისახეთ იანვრისთვის ორი შედეგის მიღწევა.. ერთ-ერთი იყო სუპერ თასის მოპოვება, ხოლო მეორე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ სტადიაზე ასპარეზობის უფლება. შედეგად, ჩვენი ევროპული თავგადასავალი ძალზედ ნაყოფიერად ვითარდება. უკვე, ხვალიდან (ინტერვიუ მატჩის შემდეგ ჩაიწერა) დავიწყებთ ფიქრს პალერმოსთან მოახლოებულ მატჩზე”..

“შემადგენლობაში რამდენიმე გამორჩეული ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც იუვენტუსის მომავალთან არიან დაკავშირებულნი. დიბალა? ჩვენ უდაოდ ნიჭიერ თავდამსხმელზე ვსაუბრობთ, რომელიც განაგრძობს პროგრესირებას. ბუნებრივია ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა შანსებს დიდი სიფრთხილით და დაკვირვებით ვიყენებთ.

მანჯუკიჩი? სამწუხაროდ მას კუნთთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და უმჯობესია თუ სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებას დაველოდებით”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 years ago

ძალიან კარგი და საინტერესო თამაში იყო ნუ შეტევები ორივე გუნდს ქონდა კაი იყო მომეწონა.

Di Francesco # 1
9 years ago

დღეს იტალიურმა კლუბებმა თუ მოიგეს უეფაზე და ინგლისურებმა ვერა, წლევანდელი წლის რეიტინგში გადავასწრებთ უკვე და საერთო რეიტინგში
ჩვენ გვექნება 67.XXX ინგლისს 70.XXX. წელსვე შეიძლება ინგლისის გადასწრება თუ ყველაფერი კარგად წავიდა

Di Francesco # 1
9 years ago

ფულზე არ იყო ლაპარაკი, ვერატი იუვეში მოვიდოდა კონტეს რო ეთქვა სასტავში გათამაშებო, ანჩელოტიმ უთხრა სასტავში იქნებიო და წავიდა, ნებისმიერი მოაზროვნე ფეხბურთელი 19 წლის ასაკში აირჩევდა იმ გუნდს რომელშიც თამაშის საშუალება ექნებოდა, პირლოსთან კონკურენცია 19 წლის ახალგაზრდისთვის ბოლო დონის უაზრობა იქნებოდა

forza bianconeri
9 years ago

ვერატი როგორ გავუშვით ხელიდან :blin: 20 მილიონის გადახდა დაენანა მაროტას ბოლომდე გააჭიანურა და იმდენი ქნა რო პსჟ-მ აგვაცალა. ახალგაზრდაა და უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა +იტალიელია +იუვეს გულშემატკივარია :blin: :blin: :blin: ბევრად ძლიერი იქნებოდა დღეს იუვე მარკოსთან ერთად

juve-10
9 years ago

დრაქსლერის რა გითხრა, მაგრამ გამთამაშებელი რო გვჭირდება ფაქტია) ძაან დიდი ტვირთი აქვს პოგბას აკიდებული. კარგი გამთამაშებელი რო გვყავდეს, პოგბასაც მეტი სივრცე ექნება და კიდე უფრო პროდუქტიული იქნება)

forza bianconeri
9 years ago

კიდევ კარგი დრაქსლერი არ ვიყიდეთ :blin: ვამბობდი არ მომწონს თქო :chuvak: მაგას ისევ პერეირა ჯობია თან ბევრად

juve-10
9 years ago

გილოცავთ ყველას!)) აუ ეს სიტი რა ბანძი გუნდია)) რა მაგარი სასტავი ყავს არადა) ეგეთი ფეხბურთელები რო გვყავდეს ჩვენ დღეს ბარსას და ბაიერნივით ვიქნებოდით)) თამაშს რაც შეეხება, მთლიანობაში სწორად ითამაშა გუნდმა, მარა უკეთაც შეიძლებოდა) ბევრი იყო შეცდომები, განსაკუთრებით მარკიზიო ვერ იყო რაღაც თავის მატორზე. აი პოგბა მართლა შეუდარებელი იყო და სანდრომ გამაოცა. მაგან თუ ეგრე გააგრძელა ერთ-ერთი საუკეთესო იქნება თავის პოზიციაზე! დაცვაშიც და შეტევაშიც გადასარევი იყო. მაიკონს შევადარებდი ოღონდ ცაცია მაიკიონია რაა)))

Di Francesco # 1
9 years ago

სტურარომ და სანდრომ ძან მაგრად ითამაშეს გუშინ, ბარძალიმაც თავის თავს აჯობა, რამოდენიმე ეპიზოდში შეტევაშიც კარგად ჩაერთო და საერთოდ ამ ტურში ძან ბევრი უნდა მოხვდეს იუვედან სიმბოლურში, ბარძალი – კიელინი – პოგბა -სტურარო ამ 4 დან 3 მაინც

Di Francesco # 1
9 years ago

+ სანდროც

lexo doreuli
9 years ago

სწორად მოიქცა მორატა. თავისით შექმნა მომენტი, 2 კაცი მოატყუა და იასნია ენდომებოდა ასეთი ლამაზი თამაშის თავადვე დაგვირგვინება. არ ვამტყუნებ, თავდამსხმელია. უბრალოდ არ გაუმართლა :forza:

9 years ago

მეკარემ გაიგიჟა თავი, თორე უეაჭველი გოლო იყო და რომ გასულიყო ულამაზესი გოლო გამოვიდოდა. ზოგადად ღორობდა გუშინ მორატა, მაგრამ ეგეთ მომენტში ფორვარდი ბოლომდე თავისით ასრულებს შეტევას. თან თამაშგარეში შეიძლებოდა ყოფილიყო დიბალა.

jek17
9 years ago
Reply to 

aranairi თამაშგარე არ იყო და ამას აშკარად ხედავდა მორატა,თუ ეგეთს შენ თავზე იღებ უნდა გაიტანო კიდეც თუარადა პასი უეჭველი უნდა მიეცა,ამას გამართლება არ აქვს იმიტომ რომ სიტის რო გაეტანა მერე მორატას რამხელა პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა კარგად ვიცით,ამიტომ უნდა იმოქმედო ცივსისხლიანათ და არა იმაზე რომელი გოლი უფრო ლამაზი გამოვა

9 years ago
Reply to  jek17

რას ხედავდა? :) ეგეთ ეპიზოდებში ფეხბურთელები კი არა ლაინსმენები ვერ ხედავენ ზუსტად არის თუ არა თამაშგარე. :)

jek17
9 years ago

მორატას წესით უნდა დასაჯონ,ის ორი რო მოატყუა პასი დიბალას რატო არ გაუკეთა,ასპროცენტიანი გოლი იყო და ამის მერე ლამის სიტიმ გაგვიტანა,მაგრად გადავრჩით.ეს იყო ღორობა ქუჩურ ფეხბურთში რო ვეძახდით ბავშვობაში მარა ეს ქუჩის ფეხბურთი კიარა ჩემპიონთა ლიგაა და მეტოქე მან-სიტია.ამას ბარსელონა და ბავარია არ გაპატიებს,ლიგაზე ეგეთი მომენტები თუ არ გამოიყენე შორს ვერ წახვალ.დიბალას რო აეცილებინა ეგ უფრო საპატიებელი იქნებოდა ვიდრე ის რო პასი არ მისცა

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x