ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელები ბანეგათი ინტერესდებიან

Il Messaggero-ს ინფორმაციით ევარ ბანეგას შეძენით, მხოლოდ რომა როდი არის დაინტერესებული. მასიმილიანო ალეგრი ვერაფრით ახერხებ მისთვის სასურველი ტრეკუარტისტათი ასპარეზობას, რადგან ჰერნანეში და პერეირად ჯერჯერობით ვერ ამართლებენ იმედებს. ამიტომაც სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ ეცდება შესაფერისი კადრის მოძიებას. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი კი სევილიას ნახევარმცველი ბანეგაა.. ამ უკანასკნელი ესპანურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მოახლოებულ ივნისში ეწურება, რაც ბუნებრივია მაროტასთვის დამატებითი პლიუსია მოლაპარაკებების გასამართად.

წყარო: Il Messaggero

4 thoughts on “ტურინელები ბანეგათი ინტერესდებიან

  1. მაროტას ფანი კი ვარ მარა კომანი მართლა მაგარი ფეხბურთელი რო დადგეს საგინებელი იქნება ეგეთი უაზრო ტრანსფერის გამო :blin: იმედია მართლა ისეთი უკლასოა როგორიც ზოგ იუვენტუნოს გონია და დავაგოიმეთ ბავარიელები მარა სამწუხაროდ მგონი საპირისპიროდაა ყველაფერი

  2. დავიწყოთ იქედან რომ ეს ტრექუარტისტა არაა. გავაგრძელებ იმით, მის პოზიციაზე საკმაოდაა ხალხი, სხვა თუ არაფერი სტურაროს არ მინდა შეეზღუდოს ისედაც მცირე სათამაშო დრო. არ ვამბობ, ცუდი ფეხბურთელიამეთქი, პირიქით, მაგრამ ნაკლებად საჭიროა ჩემი აზრით. ამას ჯობია ბაზელიზე იჩალიჩონ სანამ დროა კიდე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.