ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttosport:”იუვე ლაცარის შეძენას გეგმავს”

Tuttosport-ის ინფორმაციით ბიანკონერი პალერმოს კიდევ ერთ ფეხბურთელს აჩრაფ ლაცაარს აკვირდება. 23 წლის ფეხბურთელი ამპლუით მარცხენა მცველია, რომელმაც 12-ჯერ მოასწრო მაროკოს ეროვნულ გუნდში თამაში. მისი მთავარი პლიუსი არის დაცვის ხაზში რამდენიმე პოზიციაზე ასპარეზობის უნარი. თანაბრად საიმედოა როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ.. შეუძლია ხუთ მცველიან ტაქტიკაში ფლანგის სრულად ათვისება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი მარცხენა ფლანგის გაძლიერებისთვის განიხილებოდეს, რადგან ევრას და ალექს სანდროს ასპარეზობა არ ბადებს კითხვის ნიშნებს, ხოლო მარჯვნივ.. სწორედ ამ პოზიციაზე განიხილება მაროკოელის კანდიდატურა, რომელიც სერიოზულ კონკურენციას გაუწევს როგორც ლიხტშტაინერს ასევე კუადრადოს. ლაცარის ხელშეკრულება 2017 წელს იწურება და ძამპარინი მის გასხვისებას უკვე მოახლოებული ზაფხულიდაც ეცდება.

წყარო: Tuttosport

5 thoughts on “Tuttosport:”იუვე ლაცარის შეძენას გეგმავს”

  1. არ ვიცი ლაცარის თამაშებს ნაღდად არ ვაკვირდები, მაგრამ ვრსალკო მეც მაგრად მომწონს, შეტევაში რა მაგრად ერთვება და დაცვაშიც დამაჯერებელია, სიამოვნებით ვიხილავდი იუვეში

  2. ფიფამ რეალს ტრანსფერების განხორციელება აუკრძალა 2 წლითო და რაც იმას ნიშნავს, რომ მორატას ვერ დაიბრუნებენო იტალიური გამომცემლობები წერენ და რამდენად მართალია?

  3. .არცხწნა მცველი რაღად ფცინდა ვერ ვხვდები… ბებერი ევრა ერთი წელი ზამენაზე გაქაჩავს და მარჯვნივ მიხედონ!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.