დინო ძოფი საავადმყოფოში იმყოფება
იტალიური მასმედიის ინფორმაციით დინო ძოფი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მთელი ერთ თვე იმყოფებოდა საავადმყოფიში. ჟურნალისტების მტკიცებით იუვეს და სრულიად იტალიური ფეხბურთის ლეგენდას ნერვოზული შეტევა ჰქონდა, რის გამოც გარკვეული ხანი დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი უჭირდა. საბედნიეროდ, ექიმების აქტიური ჩარევის შედეგად მდგომარეობა გაუმჯობესდა და როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იუწყებიან სიტუაცია მათი კონტროლის ქვეშაა და დინოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იუვენტუსი ბუნებრივია გამოეხმაურა ძოფის მდგომარეობას.. მათ დაადასტურეს ცნობები და აღნიშნეს, რომ გუნდი სრული შემადგენლობით მის გვერდზეა.
წყარო: football-italia