ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძაძა:”იანვარში პირველ სამეულში გვიხილავთ”

სიმონე ძაძას განცხადებით მისი კლუბის ამჟამინდელი მიზანი არის, იანვარში მინიმუმ მესამე პოზიციაზე ყოფნა. ტურინელები განაგრძობენ წარმატებულ სვლას ჩემპიონატში.. მას შემდეგ რაც სიცილიაში, ალეგრის შეგირდებმა, ქვა ქვაზე არ დატოვეს პალერმოსგან, ტურინელებმა დამსახურებულად დაიკავეს მეხუთე ადგილი:

“შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენი ამოცანა ნათელია. თითოეული მატჩი უნდა გახდეს ჩვენი დაბრუნების დასაწყისი. რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა მივაღწიოთ სატურნირო ცხრილის მოწინავე პოზიციას. დღეისათვის ნამდვილად გვაქვს კონკრეტული მიზანი.. იანვარში იუვენტუსი მინიმუმ მესამე პოზიციაზე უნდა იმყოფებოდეს. თითოეული ჩვენთაგანის სურვილია გავაგრძელოთ გამარჯვებების მოპოვება.

ბუნებრივია მოედანზე მეტი დროის გატარება მსურს, ისევე როგორც გოლების გატანა. თუმცა, არც აქამდე და არც ეხლა ამაზე წუწუნს არ ვაპირებ. უბრალოდ ვტკბები მომენტით და ველოდები შემდეგ დაპირისპირებას. მძიმე პერიოდში ვეტერანებმა გვაიძულეს მათთვის მოგვესმინა. ჩვენ, ახალგაზრდებმა ყური დავუგდეთ და ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც გვასწავლეს.. შედეგს თავადაც ხედავთ”.

პალერმოს დამარცხებით გახარებულმა ბიანკონერის თავკაცმა, მატჩისშემდგომ კომენტარში შეაქო შეგირდების გარჯა:“მშვენიერი თამაში იყო.. დიდი ენერგია წაიღო, თუმცა ჩემმა ფეხბურთელებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს. გამარჯვების დაუოკებელმა წყურვილმა კი შედეგს მიგვაღწევინა.. ჯერ მანჯუკიჩმა და შემდეგ დანარჩენებმა მორიგი ლამაზი გამარჯვება ეფექტური გოლებით მოგვაპოვებინეს. საერთოდაც ნოემბერმა კარგად ჩაიარა.. ბიჭების თამაშით და საქმისადმი მიდგომით კმაყოფილი ვარ. კონკურენტები სხვადასხვა ფორმაში იმყოფებიან, თუმცა მთავარია ჩვენი შედეგი.. გამარჯვებებს რწმენა და თამაშის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება მოაქვს. ბურთთან გაცილებით უკეთ ვატარებთ დროს და რაც მთავარია მინდორზე კომპაქტურობას ვქმნით”..

“მორატა? ერთი და იგივე კითხვები.. 23 წლის ფეხბურთელია, რომელმაც უნდა მოუმატოს და მოუმატოს. ის ისევე როგორც სხვა, ძირითადის მოთამაშეა და სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს. არის ეპიზოდები, როდესაც ცდება, თუმცა ძაძაზე გაკეთებული საგოლე გადაცემა მის რეალურ სახეს ასახავს. დარწმუნებული ვარ იუვესთვის მეტად მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება.

რას ველი ნაპოლი-ინტერის მატჩისგან? არაფერს უბრალოდ იუვენტუსი ორივე მათგანს დაეწევა. ჯერჯერობით პირველ პოზიციას საკმაოდ ჩამოვრჩებით, რადგან ფეხბურთი შეცდომებს არავის პატიობს. საჭიროა ჩამორჩენის აღმოფხვრა, თამაშის სრულყოფილება და ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესება. მატჩებს იგებენ გუნდები, რომლებიც ტემპს არ აგდებენ მთელი 90 წუთის მანძილზე.

პალერმოსთან შეხვედრისთვის პარასკევს დავიწყეთ მომზადება და რაც ყველაზე მომეწონა, არის ის ფაქტი, რომ ფეხბურთელები მალე ითვისებენ ჩემს მითითებებს. მსურს მომავალში, როდესაც მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს ვიქნებით, შეტევაში მეტი ფეხბურთელით ვერთვებოდეთ.. ამაზე მუშაობა მოგვიწევს.

ფლანგები? კუადრადო რიგ მომენტებში ფლანგიდან ცენტრში ინაცვლებდა, რაც ტაქტიკური კუთხით არ არის მიზანშეწონილი. დაუშვებელია თავისუფალი ზონის დატოვება, მითუმეტეს როდესაც მეტოქეს სწრაფი მოთამაშეები ჰყავს. საერთოდაც პალერმოელთა წინააღმდეგ ხშირად ვიცვლიდით ტაქტიკას. სტურარო ძალზედ კარგი იყო და ვფიქრობ, ბოლო პერიოდში სტეფანოს მნიშვნელოვნად აქვს მომატებული”.

პოგბა? სამწუხაროა მისი დანაკლისი ლაციალესთან.. ვნახოთ, თუ ხედირამ ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება მას სხვა მოთამაშით ჩავანაცვლებთ”.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

42 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
8 years ago

შენთვის არ მითქვამსო და ლანძღავდითო :mrgreen:

Di Francesco # 1
8 years ago

არ მითქვია სენთვის სენ ამბობდითქვა, უბრალოდ ბევრი ლანძღავდით კაცს იმ თამაშში რომელშიც საუკეთესოდ დაასახელეს სტურარო იმაზე მეტს აკეთებს ვიდრე ევალება, რამდენჯერიყო მომენტი კვადრადო რო ცენტრში შეიწია სტურარო მარჯვენა ფლანგზე დადგა, 2-3 კაი ჩაწოდებაც გააკეთა ფლანგიდან, ლიხშტაინერზე და კვადრადოზე ბევრად კაი. ცენტრში როცა იყო ბოლომდე იბრძოლა და ფაქტიურად მაგან და მარკიზიომ ვასკესი და ჯილარდინო გამოთიშეს თამაშიდან. შეტევაშიც ჩაერთო და მომენტები ქონდა, დღეს ვერ დაარტყა ხვალ დაარტყამს, ხვალ რა ნახევარი საათის მერე დაარტყა და სეაგდო კიდევაც. სტურარო ჯერ არაა შემდგარი მოთამაშე, უნდა ხვდებოდა მისგან რა ფეხბურთელი დადგება 1-2 წელიწადში და მაგის გამო უნდა ქომაგობდე განსაკუთრებულად. მთავარია პროგრესი გააგრძელოს და ძან დიდი ფეხბურთელი… Read more »

jjj jjj
8 years ago

პ.ს მე არ მითქვამს ხელფასს ტყუილად იღებსთქო და ზუსტად თქვი ვინ რას ამბობდა. მე ვამბობ და ვიძახი სტურაროს წინა წელთან შედარებით მოკლებული აქვსთქო და აუცილებლად უნდა მოუმატოს, რაც უპრობლემოდ შეუძლია და მგონი განსხვავება არის მათ შორის…

jjj jjj
8 years ago

ბუფონის ჩათვლით გუშინ ყველამ დაკარგა ბურთი მარტივ სიტუაციებში, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა და დიბალადან დაიწყო ეს გამარჯვება გუშინ. ძამპარინი სრული გიჯია და მე გიჯების კომენტარებს ყურადღებას არ ვაქცევ არაფრით. დაველოდოთ შეფასებებს და ვნახოთ რა დაიწერება, შენ თუ გინდა სულ ძამპარინის კომენტარები იკითხე :up:

Di Francesco # 1
8 years ago

სურაროს რატო არ ლანძღავთ? ხელფასს რაში იღებსო რო წერდით გუშინ
საუკეთესო ფეხურთელად დაასახელა გაზეტამ სტურარო. კაცი თავს დებს მოედანზე 12 კილომეტრს დარბის და აქ მაინც ლანძღავენ, რატო ბურთზე ფეხის გადატარება რო არ იცის? ცირკია თუ სტადიონი?

jjj jjj
8 years ago

იმედია მორატა დიდხანს დარჩება ჩვენთან :love:

jjj jjj
8 years ago

კაი აზრი არ აქვს კამათის გაგრძელებას. ეს ადამიანი უშუალოდ ძაძას ქომაგია და შესაბამისად მზის ამოსვლაც ძაძას დამსახურებაა დიბალამ აკეთა გასვლამდე შეტევები, პასები ანაწილა, ნახევარდაცვიდან ბურთი აქონდა და საგოლე გადაცემა გააკეთა, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო ამ იგრაში. უნიჭიერესი ფეხბურთელია და სანამ ძამპარინი იტყიდა, რომელიც სულ პირზე გაკერია, მანამდე ვიძახდი ეს ბიჭი უდიდეს ფეხბურთს ითამაშებსთქო. თუნდაც მესის ინტერვიუები ნახეთ დიბალაზე. უძლიერესი ბიჭია და შედეგიც მოწმობს გოლს+პასი ყველაზე მეტი აქვს იუვეშიც და მთელ იტალიაში. კიდე შეთამაშდება… მე ერთი რაც არ მომეწონა პოგბას აჭრილი ხასიათი და კუადრადოს გამაღიზიანებელი თამაში. ხო სტურაროს კიდე ბევრი აქებთ და ღირსიცაა? მაგრამ ფიზიკურ ასპექტში მოსამატებელი აქვს აშკარად, ბოლო თამაშებია თითის… Read more »

Di Francesco # 1
8 years ago
Reply to  jjj jjj

მაგას ძამპატინიც არ იტყვის გუშინ დიბალამ ესენი აკეთაო, დიბალამ გუშინ ბევრი ბურთი დაკარგა მარტივ სიტუაციებში ეს იყო მისი თამაში

Di Francesco # 1
8 years ago

კლასი კიელინსაც აქ მარა 2 მეტრში ზუსტ პასს ვერ აკეთებს, დიბალას ერთადერთი პლიუსი მისი ტექნიკაა, დანარჩენზე სამუშაო აქ ისევე როგორც ყველა იუვეს შემტევს, ერთადერთი ჩამოყალიბებული მანჯუკაა გუნდში

| Newsphere by AF themes.
42
0
Would love your thoughts, please comment.x