ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ნოემბერი წარმატებით ჩავატარეთ”

პალერმოს დამარცხებით გახარებულმა ბიანკონერის თავკაცმა, მატჩისშემდგომ კომენტარში შეაქო შეგირდების გარჯა:“მშვენიერი თამაში იყო.. დიდი ენერგია წაიღო, თუმცა ჩემმა ფეხბურთელებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს. გამარჯვების დაუოკებელმა წყურვილმა კი შედეგს მიგვაღწევინა.. ჯერ მანჯუკიჩმა და შემდეგ დანარჩენებმა მორიგი ლამაზი გამარჯვება ეფექტური გოლებით მოგვაპოვებინეს. საერთოდაც ნოემბერმა კარგად ჩაიარა.. ბიჭების თამაშით და საქმისადმი მიდგომით კმაყოფილი ვარ. კონკურენტები სხვადასხვა ფორმაში იმყოფებიან, თუმცა მთავარია ჩვენი შედეგი.. გამარჯვებებს რწმენა და თამაშის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება მოაქვს. ბურთთან გაცილებით უკეთ ვატარებთ დროს და რაც მთავარია მინდორზე კომპაქტურობას ვქმნით”..

“მორატა? ერთი და იგივე კითხვები.. 23 წლის ფეხბურთელია, რომელმაც უნდა მოუმატოს და მოუმატოს. ის ისევე როგორც სხვა, ძირითადის მოთამაშეა და სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს. არის ეპიზოდები, როდესაც ცდება, თუმცა ძაძაზე გაკეთებული საგოლე გადაცემა მის რეალურ სახეს ასახავს. დარწმუნებული ვარ იუვესთვის მეტად მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება.

რას ველი ნაპოლი-ინტერის მატჩისგან? არაფერს უბრალოდ იუვენტუსი ორივე მათგანს დაეწევა. ჯერჯერობით პირველ პოზიციას საკმაოდ ჩამოვრჩებით, რადგან ფეხბურთი შეცდომებს არავის პატიობს. საჭიროა ჩამორჩენის აღმოფხვრა, თამაშის სრულყოფილება და ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესება. მატჩებს იგებენ გუნდები, რომლებიც ტემპს არ აგდებენ მთელი 90 წუთის მანძილზე.

პალერმოსთან შეხვედრისთვის პარასკევს დავიწყეთ მომზადება და რაც ყველაზე მომეწონა, არის ის ფაქტი, რომ ფეხბურთელები მალე ითვისებენ ჩემს მითითებებს. მსურს მომავალში, როდესაც მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს ვიქნებით, შეტევაში მეტი ფეხბურთელით ვერთვებოდეთ.. ამაზე მუშაობა მოგვიწევს.

ფლანგები? კუადრადო რიგ მომენტებში ფლანგიდან ცენტრში ინაცვლებდა, რაც ტაქტიკური კუთხით არ არის მიზანშეწონილი. დაუშვებელია თავისუფალი ზონის დატოვება, მითუმეტეს როდესაც მეტოქეს სწრაფი მოთამაშეები ჰყავს. საერთოდაც პალერმოელთა წინააღმდეგ ხშირად ვიცვლიდით ტაქტიკას. სტურარო ძალზედ კარგი იყო და ვფიქრობ, ბოლო პერიოდში სტეფანოს მნიშვნელოვნად აქვს მომატებული”.

პოგბა? სამწუხაროა მისი დანაკლისი ლაციალესთან.. ვნახოთ, თუ ხედირამ ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება მას სხვა მოთამაშით ჩავანაცვლებთ”.

წყარო: TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
8 years ago

ყოჩაღ ყოჩაღ ბიჭებს და ალეგრისაც, ესაა სულ მეტს არ ვითხოვ, (ჩემთვის მთავარია შედეგი ყოველთვის) ეხლა უმთავრესია მიყოლებით გამარჯვებები და ავალთ სათავეში… ქულების დაკარგვის უფლება ჩვენ აღარ გვაქვს, საკმაოდ ვკარგეღ სექტემბერი ოქტომებრი… მე პირადად მთავარ კონკურენტად მაინც რომას მივიჩნევ და კარგია რომ მათთან უკვე მხოლოდ 3 ქულა გვაშორებს… ნაპოლიც და ინტერიც აუცილებლად დაკარგავენ ქულებს და სულ ფორმაში ვერ იქნებიან, ერთი ამოსანთქვით რთულია მაგათთვის სკუდეტოს მოგება… აი ეს უკვე არის ალეგრის იუვე და ეხლა უკვე შედეგია მთავარი რას დადებს ეს გუნდი. ფაქტია რომ გუნდი გაახალგაზრდავებულია და გუშინ ერთმანეთს რომ ეხუტებოდნენ პოგბა, მორატა, ძაძა, სტურარო, მერე დიბალაც სანდროც დავამატოთ და საკმაოდ ახალგაზრდა კოლექტივია… Read more »

Di Francesco # 1
8 years ago

ყველაზე მეტად გუშინ მომეწონა 1-0ზე კიელინის აუტი. გრძელი პასი გაუკეთა ჩვენი ნახევრიდან პალერმოს ნახევარზე მორატას და იმ შეტევას მოყვა სტურაროს გოლი, უემტესად მაგ დროს მცველები იქნევა აგდებენ ბურთს და დრო გაყავთ

vaxo turqadze
8 years ago

მაქს კაი კაცი ხარ,მიხარია რომ რაღაც წილად გამიმართლე იმედები,რაც მოსვლის დღიდან მქონდა შენს მიმართ,თუმცა უფრო მეტია საჭირო,მომწონს რასაც ამბობ,რომ შეტევის დროს მეტი კაცი უნდა ერთვებოდეს წინ,ვიდრე აქამდე იყო,ეგ არის იუვეს მთავარი მინუსი,გუშინ კი ჯორჯოც კარგად ერთვებოდა შეტევეში,კაცი რომელიც ბურთთან თქვენობითაა,წუხელ კაი გამთამაშებელი გეგონებოდა და ეგ ალეგრის დამსახურებაა,იმედია ლაციოსთან შემოგვთავაზებ რაღაც არაორდინალურს და რაც მთავარია შედეგს დადებ,რადგან ეს ლაციო აშკარად მოშლილია და უეჭველი უნდა მოვიგოთ :forza: :forza: :forza: :forza:

juveboy-leo
8 years ago

rato icis xolme es uazro yvitlebi pogbam ra . . .iseki pogbs ar asvenebs saertod alegri da ase mainc daisvenos :chuvak:

jek17
8 years ago
Reply to  juveboy-leo

mარა არა ამ თამაშში,ხედირაც არ არის და ლაციო დაჭრილი დათვივით იქნება,მითუმეტეს ჩვენთან ყველას გიჯური ენერგია ეძალება

juveboy-leo
8 years ago
Reply to  jek17

ki

juveboy-leo
8 years ago
Reply to  jek17

ki martla cud dros daemtxva mexute yviteli . . .
magram meores mxriv odnav amoisuntqebs egec. . . gushin cota achrili iyo

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x