ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძამპარინი:”დიბალას ფასი 100 მილიონია!”

“საკუთარი კარიერის მანძილზე 53-ჯერ დავითხოვე მწვრთნელი.. ბუნებრივია მათ ძალზედ ვუყვარვარ”– საუბრობს ჟურნალისტებთან პალერმოს პირველი პირი მაურისიო ძამპარინი, რომელიც ბუნებრივია დიბალას თემასაც შეეხო:“არასოდეს მითქვამს, რომ პაოლო დელ პიეროს მემკვიდრეა. საერთოდაც ბიანკონერის სამწვრთნელო შტაბს ვინმესგან ჭკუის დარიგება არ ესწავლება და ისედაც კარგად იციან რა უნდა გააკეთონ. უბრალოდ დიბალას მიმართ კეთილგანწყობილი ვარ და მის სათადარიგოთა სკამზე ყოფნას მტკივნეულად აღვიქვამდი. ვასკესის დღევანდელი ღირებულება? 25 მილიონ ევროზე ნაკლები ნამდვილად არ არის. მეც მაქვს თქვენთან ერთი კითხვა.. იცით დღეს დიბალას ფასი რამდენია? 100 მილიონი ევრო! იგი განაგრძობს პროგრესს და შესაბამისად ერთი სეზონის შემდეგ ღირებულება 100 მილიონს მიაღწევს. სხვათაშორის იუვემდე მოლაპარაკებებს მილანთან ვმართავდი, რომლებსაც ვასკესი-დიბალას შეძენა ერთდროულად სურდათ. ბერლუსკონის კარგად ესმოდა, რაოდენ ძვირი სიამოვნება ელოდა წინ, მაგრამ იმ წამისთვის ჩვენ არ შეგვეძლო ორივე მათგანის ერთდროულად გასხვისება”.

წყარო: tuttosport

2 thoughts on “ძამპარინი:”დიბალას ფასი 100 მილიონია!”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.