ჰერნანეში – ბრძოლა დაბრუნებისთვის..
ანდერსონ ჰერნანეში.. ბრაზილიელი ტრეკუარტისტა, რომელმაც აგვისტოს ბოლო რიცხვებში მოირგო შავ-თეთრი მაისური. სიმართლე ითქვას მის ტრანსფერს ტურინელი ტიფოზერია ხმაურიანად შეხვდა.. ოღონდ უარყოფით კონტექსტში. ხელმძღვანელობა კი მის ტრანსფერს უკიდურეს გადაწყვეტილებად მიიჩნევდა. ბუნებრივია ფეხბურთელზე მსგავსი განცხადება, გულშემატკივრების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება დადებითად ვერ აისახება. რიგ ეპიზოდებში ნორმალური, თუმცა საერთო ჯამში არადამაკმაყოფილებელი შედეგი. მაგრამ.. რაც მთავარია მისი ძალზედ სწამს მასიმილიანო ალეგრის.. მწვრთნელს, რომელიც ჯიუტად ამტკიცებდა გუნდში მანჯუკიჩის მნიშვნელობაზე.. მწვრთნელის რომელმაც შარშან საოცარ შედეგამდე მიგვიყვანა. ალეგრის საკუთარი ხედვა აქვს.. ხშირ შემთხვევაში ჯიუტი, მაგრამ სწამს და მუხლჩაუხრეულად მიემართება მიზნისკენ. მას სწამს ბრაზილიელის და მისი შესაძლებლობების. ყოველთვის დადებითად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ “ჰერნას” კარგი თვისებები გუნდს მეტ კრეატიულობას, ეფექტს და ტექნიკას შემართებს. ფეხბურთელი მალე დაუბრუნდება მწვანე მინდორს და ერთად ვიხილავთ შეძლებს ანდერსონი “ბრძოლას დაბრუნებისთვის?!”..
არ მომწონს ეს
chveulebrivi balastia. uklaso da zalიan dabali donis fexburteli, romelic tyuilad igebs xelfass.;)
მე მაგრად არ მევასება ჰერნანეში