ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბოქშიჩი:”მანჯუკიჩი მიმდინარე სეზონში მინიმუმ 20 გოლს გაიტანს”

ბიანკონერის ექს ფეხბურთელი ალან ბოქშიჩი მარიო მანჯუკიჩის თაობაზე აკეთებს მცირე კომენტარს:“ჩვენ ვსაუბრობთ ფორვარდზე, რომელიც არასოდეს დანებდება და მუდმივად დაძაბულობაში ამყოფებს მცველებს. იგი მცირე შეცდომასაც კი არ გაპატიებთ. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ იგი თავს მალე წარმოაჩენდა. თავდაპირველი პრობლემები ბუნებრივია და იგი იუვეს კრზისის თემამ მეტად გაამწვავა. ალეგრის უამრავ ახალ ფეხბურთელთან მოუწია მუშაობა.. სწორი ტაქტიკის, როტაციის და ფილოსოფიის შერჩევამ გარკვეული დრო წაიღო. დღეისათვის როგორც ჩანს პრობლემები წარსულს ჩაბარდა და მან შესანიშნავი დუეტი შექმნა დიბალასთან. ფლანგები? ალექს სანდრო ძალზედ მესიმპატიურება.. თუმცა, არც ევრა, ლიხტშტაინერი და კუადრადო ჩამორჩებიან ვინმეს. სხვათაშორის მათი და საერთოდ გუნდის ნაყოფიერი თამაში მანჯუკიჩისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იგი იმ ფორვარდთა რიცხვშია, რომლებიც თანაგუნდელებზე თამაშობენ. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ეხლა მაშინ მარიო სეზონში მინიმუმ 20 გოლს გაიტანს”.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
8 years ago

კაი იქნება თუ გაიტანს 20 გოლს, მაგრამ მეეჭვება… :yes: საშემსრულებლო ტექნიკა აქვს :yes: :up:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x