ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დარჩებიან ძაძა და კუადრადო იუვეში?

ფიფას აგენტ რიკარდო გიზონი ბიანკონერის სატრანსფერო საქმიანობაზე საუბარობს და კერძოდ ძაძა-კუადრადოს საკითხზე:”დიახ, სიმონე ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მაგრამ საუბარი თითქოს იგი უპირობოდ ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს გადამეტებულია. სატრანსფერო ბაზარზე უამრავი კლუბია, რომლებიც ძაძას გაცილებით მეტ სათამაშო დროს შესთავაზებენ.. შესაბამისად არ უნდა გამოვრიცხოთ იანვარში მისი ტურინიდან აბარგება. კუადრადო? ფაქტია, 3-5-2 ში მას ძალზედ უჭირს ფლანგის სრულად ათვისება.. თუმცა, მაროტა მის გამოსყიდვას მაინც აპირებს.. ოღონდ მის მიერ დაფიქსირებული ციფრის სანაცვლოდ”.

წყარო: Tuttojuve

5 thoughts on “დარჩებიან ძაძა და კუადრადო იუვეში?

  1. ძაან იცის ახლა ამან ვის დატოვებენ და ვის გაუშვებენ. :) რატო კარგავთ დროს ამ სისულელეების თარგმნაში. ამ აგენტებს საქმე არა აქვთ და თავი ექსპერტებად მოაქვთ. აბსოლიტურად არაფრის მომცემი ინფორმაციაა.

  2. არ მიყვარს ეს ფიფას აგენტები, გიზონია თუ გაზონი! :mad: რაც შეეხება კუადრადოს, მაგას 3-5-2 მოდულში ლიხტა ჯიბეში ჩაიცვამს და 4 მცველიან სქემაშიც. ზოგადად არ მიყვარს ფეხბურთელები, რომლებიც მხოლოდ შეტევაზე არიან ორიენტირებული. ეს არის მოკლეთმიანი და შავი კრასიჩი ჯერჯერობით. ძაძა კიდე იყოს, მაგაზე უკეთესი არავინ დაუჯდება დღეს სკამზე იუვეს და კონკურენციასაც კაის გაუწევს თავდასხმაში ბიჭებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.