დიბალა:”დღეისათვის ყველაფერს კარგად ვაკეთებთ”
პაულო დიბალა.. ნოემბრის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ტურინელთა რიგებიდან (ForzaJuve.Ge-ს თვის იუვენტინო) საკუთარი გუნდის წარმატებულ პერიოდზე საუბრობს:“უკანასკნელ ხანებში მეტად პროდუქტიულად ვთამაშობთ. მწვრთნელის დავალებებს სიტყვა სიტყვით ვასრულებთ, რამაც შედეგზე მომენტალურად იქონია ზეგავლენა. შარშანდელ სეზონთან შედარებით უამრავი ცვლილება მოხდა და სანამ ფეხბურთელები ერთმანეთს კარგად გავუგებდით, რამდენიმე საჭირო ქულა დავკარგეთ. შეცდომის უფლება აღარ გვაქვს და თუ აღებულ გეზს ბოლომდე გავუყვებით, წინ დიდი გამარჯვებები გველის. პალერმო? თითოეულმა ჩვენთაგანმა ისიამოვნა, რადგან მთელი 90 წუთის მანძილზე საკუთარი ფეხბურთი ვითამაშეთ. მანჯუკიჩი? კარგად ვუგებთ ერთმანეთს.. საერთოდაც, ჩვენ უდაოდ გამორჩეულ პროფესიონალზე ვსაუბრობთ. ბევრი ფორვარდი ვერ დაიკვეხნის მსგავსი მახასიათებლებით. მისგან მაგალითი უნდა ავიღოთ, რადგან თითოეულ ვარჯიშზე თუ ოფიციალურ მატჩში მაქსიმუმს იღებს თანაგუნდელებისთვის”.
წყარო: football-italia
ლაციო ფიორესთან ეხლა 6 ქულა თუ ავიღეთ სკუდეტოს რადარზე იუვე გამოჩნდება :)
გაგრძელდებააააააააააააააააააააააააააა
იუვე მჯერა წარმატებები დაიწყება
