მაროტა:”გუნდი სწორად ვითარდება”
ჯუზეპე მაროტა ოპტიმისტურად უყურებს კლუბის სამომავლო მიზნების და აცხადებს, რომ იუვენტუსი სწორი კუთხით ვითარდება:“თავდაპირველი გეგმა იყო სუპერ თასის მოპოვება, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპი უნდა გაგვენაღდებინა. დამეთანხმებით ორივე მიზანი მიღწეულია. ეხლა უკვე ეტაპობრივად მოგვიწევს პოზიციების გამყარება შიდა ასპარეზზე, სადაც ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოვიპოვეთ. ალეგრი პროდუქტიულად მუშაობს და ჩვენ მისი გვწამს.. მწვრთნელის გუნდის მხარდაჭერა სრული 100%-ით გააჩნია, რაც ვფიქრობ წარმატებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია”..
“იოლი არავისთვის არის ზედიზედ ოთხი სკუდეტოს მოპოვება, ხოლო შარშანდელი სეზონი მთლიანობაში რომ ავიღოთ ისტორიაშიც შევა. ევროპა? ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ 15 უკანასკნელი მატჩიდან მხოლოდ ერთში დავმარცხდით.. ეს მშვენიერი შედეგია. იუვენტუსი მუდამ წარმატებაზეა ორიენტირებული და ნამდვილად არ ვაპირებთ მიღწეულზე შეჩერებას. გამარჯვებისთვის ყველგან და ყოველთვის მაქსიმუმს გავიღებთ.. სხვაგვარად ვერც კი წარმოგვიდგენია. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გამარჯვებას სტაბილური სახე უნდა მივცეთ..
ამ ეტაპზე მთავარია ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდნენ, რათა მწვრთნელს 24 მოთამაშიდან საუკეთესოს არჩევა შეძლოს. უკვე ვიგემეთ საკუთარ თავზე ნახევარმცველების არ ყოფნა და იმედი მაქვს იანვარში აუცილებლობის კუთხით არ მოგვიწევს ვინმეს გაფორმება.. ისე კი თუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაფერისი ვარიანტი გამოჩნდა, მასზე უარს არ ვიტყვით.. თუმცა, რთულია იანვაში შესაფერი კადრი იპოვნო..
რუგანი? მისით უზომოდ კმაყოფილები ვართ. ნებისმიერს გაუჭირდება ჩვენი მცველებისთვის კონკურენციის გაწევა და გამონაკლისი არც დანიელეა.. მისთვის ნამდვილად არ იქნება იოლი ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება. უნდა აღვნიშნო, რომ მას იუვენტუსის სული აქვს. მორატა? დღეისათვის მწვრთნელი მისთვის ადგილს ვერ პოულობს და ეს ნორმალურია. მითუმეტეს ალეგრი გამორჩეულას აფასებს ესპანელს.. უმჯობესია სიმშვიდე შევინარჩუნოთ.. მითუმეტეს წინ უამრავი მატჩია გასამართი”.
წყარო: Football Italia