ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმო პავონი:”მაროტა მაღალკვალიფიციური ნახევარმცველის ძიებაშია”

Tuttojuve-ს პოპულარული მიმომხილველი მასიმო პავონი ბიანკონერის სატრანსფერო პოლიტიკას შეეხო და აღნიშნა, რომ კლუბი ცენტრალური ნახევარმცველის ძიებაშია: “ხელმძღვანელობა აქტიურად განაგრძობს მაღალკვალიფიციური ნახევარმცველის ძიებას. ამჯერად საქმე სერიოზულად არის და მაროტა უბრალოდ “შეძენას” არ გეგმავს. იანვარში რთულია შესაფერისი კანდიდატურის პოვნა და არ არის გამორიცხული ზამთრის პერიოდმა ყოველგვარი ახალი სახის გარეშე ჩაიაროს. ვის აკვირდებიან იტალიის მოქმედი ჩემპიონები? პირველ რიგსი ეს გიუნდოგანია.. მის მიმართ უბრალო ინტერესი არ არის, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ მაროტას საკმაოდ ძლევამოსილი კონკურენტები ჰყვანან ინგლისიდან.. სორიანოს დავიწყებაც არ შეიძლება, მაგრამ ახალი სახე მეტად წონადი უნდა იყოს, ხოლო რობერტო უფრო მეტად გუნდის გაახალგაზრდავების კუთხით განიხილება. ყურადღება მიაქციეთ ჟოზე მოუტინიოს.. მისი სახელი პრესაში იშვიათად ჩნდება, თუმცა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით იუვეს გენერალური დირექტორი მას აქტიურად აკვირდება”.

წყარო: tuttojuve

2 thoughts on “მასიმო პავონი:”მაროტა მაღალკვალიფიციური ნახევარმცველის ძიებაშია”

  1. კარგია თუ მოუტინიოს მოიყვანენ მაგრამ ჩემი აზრით პრიორიტეტი უნდა იყოს ისკო და ვიტსელი შემდეგ უნდა განიხილონ გიუნდოგანი
    მაროტამ მოკიდოს ხელი ამ კასერესს, ჰერნანეშს, პადოინს და გაყიდოს და ამის ფასად მოიყვანოს ფლორენცი + ისკო ან ვიტსელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.