ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონატო:”ბერარდიმ იუვენტუსი თავადვე აირჩია”

სასუოლოს სპორტული დირექტორი ნერეო ბონატო ხაზს უსვავს, რომ დომენიკო ბერარდის ტრანსფერზე უპირატესობა ტურინის “იუვენტუსს” აქვს:“ბუნებრივია დომენიკოს გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი.. ბუნებრივია რა თქმა უნდა, რადგან მისი ასპარეზობა და შედეგიანობა თავადვე მეტყველებს ყველაფერზე. ვადასტურებ, რომ მისით უამრავი ევროპული გრანდია დაინტერესებული, თუმცა ფეხბურთელის და იუვეს აქტიურობის გამო, სწორედ იტალიის მოქმედ ჩემპიონებს აქვთ დომენიკოს შეძენის უფლება. ზაფხულში ფორვარდმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება და საკუთარი სურვილით ჩადო ეს პუნქტი კონტრაქტში. ძაძა? იუვეში გადაბარგება მისი სურვილია.. მას სწამდა და დღემდე სწამს, რომ შესძლებს წარმატების მიღწევას. ის რასაც ეხლა ვხედავთ სტანდარტული ადაპტაციის პერიოდია.. იუვე დიდი გუნდია სადაც ძალზედ მძაფრი კონკურენციაა, თუმცა ვინც სიმონეს იცნობს ისიც მოეხსენება, რომ იგი არასოდეს დანებდება”.

წყარო: Tuttojuve

4 thoughts on “ბონატო:”ბერარდიმ იუვენტუსი თავადვე აირჩია”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.