ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვე ბარძალისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

დღევანდელ დღეს სასიამოვნო სიახლით ვიწყებთ. იტალიური პრესის მტკიცებით ტურინული კლუბი ანდრეა ბარძალისთან მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს. აპენინელ ცენტრალურ მცველს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ბუნებრივია იუვეს ხელმძღვანელობა არ აპირებს “კედელთან” განშორებას. მაროტა გეგმავს 1+1 კონტრაქტი შესთავაზოს ფეხბურთელს. ანაზღაურების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ იგი მცირედით დაკორექტირდება. სხვათაშორის სატრანსფერო ბაზარზე რამდენიმე ევროპული კლუბი უკვე გააქტიურდა ბარძალის თაობაზე და როგორც კულუარებში აცხადებენ ბევრად მიმზიდველ კონტრაქტებსაც სთავაზობენ. თუმცა, ნაკლებად მოსალოდნელია ბიანკონერი დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მცველს შეელიოს.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
8 years ago

:love: :up:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x