ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმო პავონი:”მაროტა მაღალკვალიფიციური ნახევარმცველის ძიებაშია”

Tuttojuve-ს პოპულარული მიმომხილველი მასიმო პავონი ბიანკონერის სატრანსფერო პოლიტიკას შეეხო და აღნიშნა, რომ კლუბი ცენტრალური ნახევარმცველის ძიებაშია: “ხელმძღვანელობა აქტიურად განაგრძობს მაღალკვალიფიციური ნახევარმცველის ძიებას. ამჯერად საქმე სერიოზულად არის და მაროტა უბრალოდ “შეძენას” არ გეგმავს. იანვარში რთულია შესაფერისი კანდიდატურის პოვნა და არ არის გამორიცხული ზამთრის პერიოდმა ყოველგვარი ახალი სახის გარეშე ჩაიაროს. ვის აკვირდებიან იტალიის მოქმედი ჩემპიონები? პირველ რიგსი ეს გიუნდოგანია.. მის მიმართ უბრალო ინტერესი არ არის, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ მაროტას საკმაოდ ძლევამოსილი კონკურენტები ჰყვანან ინგლისიდან.. სორიანოს დავიწყებაც არ შეიძლება, მაგრამ ახალი სახე მეტად წონადი უნდა იყოს, ხოლო რობერტო უფრო მეტად გუნდის გაახალგაზრდავების კუთხით განიხილება. ყურადღება მიაქციეთ ჟოზე მოუტინიოს.. მისი სახელი პრესაში იშვიათად ჩნდება, თუმცა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით იუვეს გენერალური დირექტორი მას აქტიურად აკვირდება”.

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mishka berianidze
8 years ago

კარგია თუ მოუტინიოს მოიყვანენ მაგრამ ჩემი აზრით პრიორიტეტი უნდა იყოს ისკო და ვიტსელი შემდეგ უნდა განიხილონ გიუნდოგანი
მაროტამ მოკიდოს ხელი ამ კასერესს, ჰერნანეშს, პადოინს და გაყიდოს და ამის ფასად მოიყვანოს ფლორენცი + ისკო ან ვიტსელი.

jek17
8 years ago

არ არის ეგ მოუტინიო სუსტი ფეხბურთელი,ძალიან კარგია თუ იყიდიან

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x