ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”იუვე ძაძას 17-18 მილიონად შეელევა”

Gazzetta სიმონე ძაძას თაობაზე საკუთარ შეფასებას აკეთებს, რომელიც ტურინში გავრცელებულ ხმებს უდევს საფუძვლად. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელი ფორვარდი ყოველ 105 წუთში ერთხელ იჩენს თავს, მას მიმდინარე სეზონში მოედანზე გატარებული სულ რაღაც 357 წუთი ნამდვილად არ აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ ბიანკონერი მზად არის შეელიოს სასუოლოს ექს თავდამსხმელს. სხვათაშორის იუვეს წინადადებები მისი გაფორმებისთანავე ჰქონდა.. მარსელი და ვესტ ჰემი მზად იყვნენ 15 მილიონის რადიუსში გაეფორმებინათ ფორვარდი.. მაგრამ გუნდიდან ფერნანდო ლორენტეს წასვლამ ხელმძღვანელობას აზრი შეაცვლევინა. დღეისათვის კი ახალი ინფორმაციის თანახმად თუ იტალიის მოქმედ ჩემპიონებს ოფიციალურად მიმართავენ 17-18 მილიონის რადიუსში, მაშინ მაროტა ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებს.

წყარო: Gazzetta

3 thoughts on “Gazzetta:”იუვე ძაძას 17-18 მილიონად შეელევა”

  1. ვერ ვხვდები რას უწუნებენ ძაძას ბოლოს და ბოლოს კაცი მე 4ე სტრაიკეტია გუნდში
    და ის დრო რაც ეძლევა ძაან კარგად ართმევს თავს
    თქვენი არვიცი მარა მე კმაყოფილი ვარ ძაძას თამაშით

  2. რა პონტში?კაი კიარადა მაგარი ზამენაა,ეხლა კიდე მეტი დრო მიეცემა სათამაშოდ,თასიც იწყება,ტაკ შტო ამის გაყიდვა გამორიცხულია.ბენტნერი,ანელკა და ეგეთი გადაყრილების ადგილი იუვეში არ არის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.