ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Repubblica:”იუნაიტედს ალეგრის გადაბირება სურს”

Repubblica-ს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის ბოლოს რამდენიმე ევროპულ გრანდს შესაძლოა მთავარი მწვრთნელი შეეცვალოს.. მათ სიაში კი ბიანკონერიც ფიგურირებს, რომლის თავკაცითაც თვით მანჩესტერ იუნაიტედი დაინტერესდა. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობას გრძელვადიანი პროექტის დაწყება სურთ და მათი აზრით ამისთვის მასიმილიანოს კანდიდატურა მეტად იდეალურია ვიდრე ვან გაალის, რომლის ხელშეკრულებას ვადა 2017 წელს ეწურება. თავის მხრივ ბიანკონერის პირველი პირები არც კი განიხილავენ მსგავს ვარიანტს, რადგან ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში მაროტამ სრული მხარდაჭერა დააფიქსირა მაქსის მიმართ. წასვლის შემთხვევაში გამომცემლობა სოუზას და კონტეს შორის მოძრაობს. ანჩელოტის ფიგურაც იმყოფებოდა ჰორიზონტზე, მაგრამ იტალიელი სპეციალისტი დიდი ალბათობით ბაიერნს ჩაიბარებს, რომლის ამჟამინდელი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა 99%-ით მომავალ სეზონს მანჩესტერ სიტიში დაიწყებს.. ინგლისური გუნდის არაბი მფლობელი წლიურად 10 მილიონ ევროს დაჰპირდა ესპანელს, რომელიც ატმოსფეროს გამოცვლისთვის იდეალური წინადადებაა..

წყარო: Repubblica

4 thoughts on “Repubblica:”იუნაიტედს ალეგრის გადაბირება სურს”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.