Tuttosport:”იუვე კასერეს ემშვიდობება”
Tuttosport-ის ინფორმაციით სეზონის ბოლოს ბიანკონერი მარტინ კასერეს დაემშვიდობება. ურუგვაელი მცველისთვის მიმდინარე პერიოდი აშკარად ერთ-ერთი ყველაზე კოშმარულია.. ჯერ იყო და გაუთავებელმა ტრავმებმა არ მისცა მოედანზე გამოსვლის საშუალება, ხოლო შემდეგ ავტო-ავარიის სიტუაციამ საერთოდ დაღი დაასვა მის პერსონას ტურინში. იტალიელი ჟურნალისტების ხელთ არსებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ ხელძღვანელობა უკვე ესაუბრა მარტინს და სეზონის ბოლოს სხვა გუნდის მოძებნა ურჩია.
წყარო: Tuttosport
თუ მიზეზი მართლა ავარიაა, მაშინ უაზრო საქციელია… ავარია შეიძლება მოუვიდეს ნებისმიერ ადამიანს ვინც მანქანით მოძრაობს და ეგ არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი. მარტინის მთავარი პრობლემა ტრავმაა და მაინც იმედს ვიტოვებ, რომ არ გაუშვებენ. თუ ავარიის გამო გაუშვეს, მერე გადავა სხვა გუნდში და იასნა ცუდს იტყვის იუვეზე და მერე დაიწყებთ, არ ყოფილა იუვენტინო და მაგის ასე და ისეო… ურთიერთობებში საკუთარ ფეხბურთელებთან მეტი დიპლომატიაა საჭირო და ფეხბურთელი რომელიც ამდენი ხანი გყავდა და ინახავდი ისე უნდა გაუშვა რომ მინიმუმ ცუდი არ თქვას მერე შენზე… ვიდალთან დაკავშირებითაც რაღაც მსგავსი დამოკიდებულება იყო ალბათ და იმიტომ აკეთებს ზოგჯერ ეგეთ კომენტარებს. ადრე თუ გვიან ყველა ყველაფერს იტყვის, ბოლომდე… Read more »
უნდა გაუშვან უეჭველი!
ეს გინდ გყოლია გინდ არა,არანაირი აზრი არ აქვს იმიტომ რო 1 თამაშს ითამაშებს და მერე 2 თვე ისვენებს,კიდე კაი კუადრადო დაიმატეს თორე ლიხშტას წელს მართლა სული ამოსძვრებოდა
ბიჭმა მანქანის ტარება ვერ ისწავლა

ალელუია დანიელეს მაინც მიეცემა შანსი ზამენაზე თამაშის