პოგბა მანჩესტერში ძმის გამო იმყოფებოდა
გრძელდება ვნებათაღელვა პოლ პოგბას გარშემო. ფეხბურთელი მანჩესტერში დააფიქსირეს, რასაც ბუნებრივია დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა მასმედიის წარმომადგენელთა მხრიდან. თავად ფეხბურთელმა მოკლე კომენტარი გააკეთა, როდესაც ვიზიტის შესახებ ჰკითხეს:“მე მიყვარს მანჩესტერი”. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ნახევარმცველი დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღებს ლაციოსთან მატჩში მონაწილეობას ხელმძღვანელობამ ფრანგს დამატებით ერთ დღიანი დასვენების საშუალება მისცა. პოლმა ნაყოფიერად გამოიყენა იგი და ინგლისში საკუთარი ძმა მოინახულა.
წყარო: football-italia
რა გვეშველებააააა