ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი:”ეს ჯერ კიდევ არაფერია”

“მიუხედავად ასეთი ლამაზი მომენტისა, ჩვენ ჯერჯერობით ისევ მეოთხე-მეხუთე პოზიციას ვიკავებთ, რომელიც დასახული მიზნიდან მკვეთრად განსხვავებული ადგილია. საერთოდ არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე თუ როგორ თამაშობენ ჩვენი კონკურენტები.. მთელი კონცენტრაცია საკუთარ ასპარეზობაზე უნდა მოვახდინოთ. კარგად უნდა ვხვდებოდეთ, რომ ჩემპიონატის სტარტზე უამრავი ქულა გავატანეთ ქარს. შეუძლებელია მუდამ მზის სიახლოვეს იფრინო და უიღბლობა სრულად გამორიცხო. განსაკუთრებულ აპლოდისმენტებს იმსახურებენ ჩვენი მცველები, რომელთა საიმედო თამაში გუნდის დადებით შედეგს განაპირობებს.. თავდამსხმელმა ფეერიული ასპარეზობა კი დიდ სიამოვნებას მანიჭებს.. იგივე მანჯუკიჩი, რომელიც გუნდისთვის ყველაფერს იღებს. ხორვატი ფასდაუდებელ სამსახურს უწევს გუნდს”– განაცხადა მატჩის შემდგომ ბიანკონერის კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა.

ზედიზედ მე-5 გამარჯვება და შედებად ბიანკონერი მე-4 მე-5 პოზიციებს იყოფს რომასთან, რომელიც საკუთარ მატჩს ოდნავ მოგვიანებით გამართავს. გამორჩეულად უნდა აღვნიშნოთ დიბალას შედეგიანი ასპარეზობა, თუმცა ფაქტია გუნდი ეტაპობრივად გადის ფორმის პიკზე, რაც გულშემატკივრებში აღფრთოვანებას იწვევს..

 

“ბიჭებმა კარგი მატჩი ჩაატარეს. საერთოდაც, ძალზედ რთულია ფსიქოლოგიური კუთხით მდევრის როლში ყოფნა, მაგრამ ყველანაირ წნეხს ჩემი შეგირდები ბრწყინვალედ უმკლავდებიან. უკვე ხვალიდან, ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის დავიწყებთ ფიქრს.. გვსურს ქვე-ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ.

ყველაზე მეტად რა მახარებს? ის ფაქტი, რომ გუნდი ერთიანია. შესაძლოა გარკვეულ ეპიზოდებში ბურთის ფლობა ვერ მოვახერხოთ, მაგრამ ერთ მუშტად შეკრულებმა და მჭიდროდ მოთამაშემ, ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია. დღეს, მაგალითად პირველ ტაიმში დიდი ენერგია დავხარჯეთ პრესინგის დროს. მეორე ნახევარში შეტევაში მოვიკოჭლებდით, თუმცა დაცვაში უზადოდ გამოვიყურებოდით.

3-5-2? ჩემს განკარგულებაში არიან ფეხბურთელები, რომელთა მახასიათებლებიც იდეალურად ჯდება ზემოთხსენებულ მოდულში. კუადრადოს და ალექს სანდროს თვისებები სხვაა, ხოლო ლიხტშტაინერის და ევრას სულ სხვა. ერთად ვნახავთ როგორც შეიცვლება სურათი მას შემდეგ, როდესაც ჰერნანეში და პერეირა დაგვიბრუნდებიან. ჩემი მიზანია, მატჩის მიმდინარეობისას შეიცვალოს გეგმა, რადგან მეტოქემ ვერ მოახერხოს საჭირო მანევრირების შესრულება. დიბალა და მანჯუკიჩი? შესანიშნავ ფორმაში არიან, მაგრამ მორატაც ბრწყინვალედ ჩაერთო, ისევე როგორც ევრა და კუადრადო. სამწუხაროა, რომ დანარჩენებს სათადარიგოთა სკამზე მოუწიათ დარჩენა, მაგრამ მათი დროც დადგება.

სკუდეტო? კარგად დისციპლინირებული და ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციებში მყოფ გუნდს ვუძღვები, თუმცა ყურადღება დისტანციაზეც უნდა გავამახვილოთ. ვფიქრობ, მატჩის კარნახზე მოგვიწევს მუშაობა.. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ბურთი მეტოქეს აქვს. დღეისათვის, ვქმნით საშუალოდ სამ მომენტს და ვიმარჯვებთ, მაგრამ სეზონის სტარტზე ერთი ხეირიანი დარტყმისგან ვუშვებდით გოლს და ვმარცხდებოდით. მომავალზე არ ვფიქრობთ, თუმცა გარკვეული ქულათა გეგმა დასახული გვაქვს. გამარჯვება, ცუდი სტარტის მერე შესანიშნავი იქნებოდა. 72 ქულა.. რომელიც გასათამაშებელია.. ჩემპიონატი კი ძალზედ დაბალანსებული გვაქვს. ჯერ კიდევ ბევრი უნდა დავაგროვოთ, რადგან პირველ ადგილს 7 ქულა გვაშორებს”.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x